ქალაქში დაშვებული სიჩქარე არის 60 კმ/სთ, სანაპიროზე უფრო მეტი...
15 კმ-სთ-ით სიჩქარის გადაჭარბება დაშვებულია კანონით...
ანუ 75 კმ/სთ-ით სიარული დაშვებულია ოფიციალურად...
75-ზე მეტით კიდე სად შეიძლება იარო ქალაქში არ ვიცი

გადახედე აბა შენ თავს, დადიხარ სადმე ქალაქის ქუჩებში 80 კმ/სთ-ზე მეტით?

პატრული რომ უმატებს 10 კმ/სთ-ს, ეგ ჭორია საერთოდ, რადგან იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა ძალიან სერიოზული ავარიებია, პატრული სიჩქარის დასადგენად ექსპერტიზას არ ატარებს... ძირითადად იმ შემთხვევებში როცა სხეულის დაზიანებაა სახეზე და სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება...
ისე კი სიჩქარის გადაჭარბების გამო უარს არავინ იღებს ანაზღაურებაზე, თუ ძაან ნაგლად არ მიფრინავდა... 180 კმ/სთ-ით...
80-ით რომ მოსვლოდა ვინმეს ავარია და უარი მიეღოს, ერთი შემთხვევა მაინც თუ არსებობს მითხარით...
ყველას აჯობებს აიღო ორივეს პირობები და დაწვრილებით გაიარო - რა ნაზღაურდება, რა ლიმიტის ფარგლებში და რაც მთავარია ანაზღაურების პროცედურა როგორია...
თუმცა ხმამაღლა ვამბობ რომ ჯიპიაის ავტოდაზღვევა ყველა სხვა კომპანიის ავტოდაზღვევას ჯობია

მაქგის გამოცდილება მაინც მაქვს

თუ დამიჯერებ ხო კაი, თუ არადა იმედს დავიტოვებ რომ სხვა კომპანიაში დაზღვევით პირველ რიგში სარგებლობა არ მოგიწევს და თუ მოგიწევს უკმაყოფილო არ დარჩები

თორე აქ კამათს არ ვაპირებ

არც რაიმეს აგიტაცია-პროპაგანდას

მაგისთვის სხვა სამსახური მუშაობს

უბრალოდ მეგობრულად გირჩიე
This post has been edited by Frankens†ein on 14 Mar 2012, 14:24
Mens sana in corpore sano...