maria92მე მქონდა ეგ პრობლემა....
დაარეგულირო ცხიმის გამოყოფა უნდა,მაგრამ მარტო გარეგანი ზემოქმედება არ შველის.....მწარე და ცხარე ეცადე რომ ამოიღო საკვებიდან....და შეიძლება ცოტა შეუძლებლად ჯღერს,მაგრამ თუ მოახერხებ და შეზღუდავ შედეგს მალე დაინახავ......
რაც შეეხება კრემებს და ა.შ. გამწმენდი რძე არ დაგჭირდება,ცხიმიანი კანისთვის გელი გამოიყენე....შესაძლებელია სპირტსაც შეიცავდეს იმიტომ რომ აშრობს,მაგრამ მჟავა უკეთესია (აკნეს პრევენციაა..თან სპირტი კომოდოგენურია)....
ავენეს გელს გირჩევ,რასაც ვწერდი...ყველას მოწონს.....დილით და საღამოს დაიბან კანს თავიდან...მერე შეგიძლია მარტო ღამითაც გამოიყენო....... (მაგრად არ უნდა გადააჭარბო..თორემ ზედმეტი ცხიმის მოშორების გარდა, შეიძლება გამოგიშროს კიდეც)
თუ ცხიმი კანზე ძალიან გეტყობა ცხიმისგან "პრიალის" საწინააღმდეგო კრემებიც არსებობს (არის ტ-ზონისთვისაც) და ის იყიდე...ოღონდ აუცილებლად დატენიანებაც უნდა შეეძლოს კანი......
ძალიან მოწონდათ ლიმონის წვენი_მინერალური წყლის ლოსიონი..... ლიმონს გახეხავ ცედრიანად,წვენს წურავ და ზუსტად იგივე რაოდენობის მინერალურ წყალს ასხამ.....მაცივარში ინახება თავისუფლად... დილით სახის გაწმენდის მერე შეგიძლია წაისვა და კანი რომ შეიწოვს მერე აუცილებლად კრემი გადაისვი.....
თუ აკნესკენ გაქვს მიდრეკილი კანი მაინც გამოგიუმჯობესდება,აკნეს ძირითადი წყარო ზედმეტი ცხიმია და......

გამონაყარზეც თუ გაწუხებს შეგიძლია ხსნარი დაამზადებინო,წინა თემაში დევს და ნახავ როგორ უშველის.....
სახის გაწმენდაც სახლში პირობებში თავისუფლად შეგიძლია..უკვე გასუფთავებულ კანზე ორთქლის აბაზანები ჩაიტარე (სასურველია გვირილის)..ამ დროს ფორები იხსნება..მერე სკრაბით კარგად გაიხეხე , ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანე და ფორების შემკვრელი ლოსიონი წაისვი...... (ლა-როშეს გირჩევ მე....ივ როშესაც აქვს,მაგრამ არ ვიცი როგორია....)
ავენეს გელს ლოსიონიც აქვს,რომელიც ფორებს უფრო ღრმად წმენდს და ცხიმს აშორებს......ესეც ძალიან კარგია....
მოკლედ თუ მარტო ცხიმის პრობლემა გაქვს ავენეს გელი და ლოსიონი გიშველის...და აუცილებლად დამატენიანებელი კრემი...ლა-როშესააქვს კარგი ცხიმიანი კანისთვის.....
წარმატებები........