კი მე ვარ

გასაგებ ენაზე მოკლედ შევეცდები ავხსნა რა იწვევს მეტაბოლიზმის დარღვევას.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევას (იგევე მეტაბოლიზმის დარღვევას )იწვევს ძირითადად 2 ფაქტორი
1)ენდოკრინული დისბალანსით განპირობებული მდგომარეობა
2)არასწორი ცხოვრება(აქ შედის კვება,ფიზიკური აქტივობა,ძილი...)
ეს ფაქტორები შეიძლება იყვეს ცალ-ცალკეც დამოუკიდებლად ან შესაძლოა იყოს კომლექსურად ,(ორივე თანადროულად.)პირველ ფაქტორით გამოწვეულს დარღვევას სამედიცინო გამოკვლევის და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის გარდა არაფერი გამოასწორეს .(ამაზე მეტს არ გავაგრძელებ სუფთა სამედიცინო ხაზია.....)
მეორე ფაქტორის მართვის სადავეები კი სრულიად თქვენ ხელშია (ცხენს საითაც გაჭენებ იქეთ წავა და თუ უფსკრულში გადავეჩეხეთ მთლათ ცხენს ნუ დავაბრალებთ)

რა უნდა გავაკეთოდ რომ მეტაბოლიზმი იყოს სათანადო დონეზე,ან როგორ გამოვასწოროთ უკვე დაღვეული?
მეტაბოლიზმის(ნივთიერებათა ცვლის )2 ფაზა არსებობს
1)აბსორბციის ფაზა
2)ხანგრძლივი რეზერვების გამოყენების ფაზა(ორგანიზმის ერთგვარი მარხვის ფაზა,როცა გარედან მიღებული საკვების ნაცვლად ,გამოიყენება მასში არსებული ენერგეტიკული რესურსები)
როცა მეტაბოლიზმი წესრიგშია ორგანიზმი თვითონ არეგულირებს როდის რომელი ფაზა ჩაირთოს.
აბსორბციის ფაზა -შეწოვა ათვისების ფაზაა ,იგულისხმება ნაწლავებიდან საკვები ნივთიერებების სისხლში გადასვლა .იწყება საკვების მიღების მომენტიდან და გრძელდება მანამ განმეორებით შიმშილის გრძნობა არ გაჩნდება(ამის შემდეგ ორი ვარიანტია ისევ აბსორფციის ფაზა ჩაირთვება თუ მეორე ფაზა .ეს უკვე ჩვენ ქცევაზეა დამოკიდებული რას გავაკეტებთ).საკვებთან ერთად მიღებული ცხიმები,ცილები,ნახშირწყლები ხვდება სისხლში რაც აუცილებელი მასალაა ყველა ცოცხარი უჯრედია არსებობისთვის.ამ ნივთიერებების ნაწილს მაშინვე გამოიყენებს ორგანიზმი ანუ გაიხარჯება,ხოლო დანარჩენს რაც იმ დროისთვის ზედმეტი იყო ინახავს ხანმოკლე რეზერვუარში(კუნთებში და ღვიძლში,დაახლოებით 300კალორიაზეა საუბარი)წესიათ ადამიანმა ამაზე მეტი საკვები არ უნდა მიიღოს.(თუ წონაში მომატება არ უნდა)თუ კიდე მეტს მიირთმევს მაშინ დარჩენილი საკვები ნივთიერებები,უკვე ცხიმის უკრედებში ინახება-ტრიგლიცერიდების სახით.ცხიმის უჯრედები წარმოადგენენ ხანგრძლივ რეზერვუარს. ცხიმოვან უჯრედებს აქვთ ზრდაში უსასრულოდ ზრდის უნარი,ამიტომ რაც მეტი ტრიგლიცერიდი დაგროვდება მასში მით უფრო იზრდება მათი ზომები,საბოლოოდ კი სხეულის ფორმები იქ იმატებს სადაც მეტია ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა(კანქვეშ,მუცლის ღრუში....რადგან ქალებს და კაცებს განსხვავებულად აქვს განაწილება ცხიმოვანი ქსოვილის ფორმებიც განსვავებულად იცვლება)აი აქაა ძაღლის თავი დამარხული თუ ხელს შეუშლით ხანგრძლივი რეზერვუარის შექმნის მატებას, არასოდეს შეგვაწუხებს ჭარბი წონა.ხოლო თუ უკვე ჭარბი წონა გვაქვს უნდა მოვახდინოთ ამ ცხიმოვან უჯრედებიდან ზედმეტი ტრიგლიცერიდების დაშლა,ამას მოყვება ცხიმოვანი უჯრედები ზომაში შემცირება,ამას ცხიმოვანი ქსოვილის ფენის შემცირება საბოლოოდ ჯამრთელი ფიგურის მიღება.(და არა წყლის და კუნთების ხარჯზე წონის კლება,ზოგი რომ შედგება სასწორზე უი რა მაგარია 3 დღეში დაიკლო 4 კილო და ა.შამ დროს თვენ იკითხეთ თუ არა ცხიმოვან უჯრედებს ბევრი არაფერი დაუკარგავს.
გამოსავალი :
გავააქტიუროდ მეტაბოლიზმის მეორე ფაზა ანუ ხანგრძლივი რეზერვუარის ანუ მარხვის ფაზა.მხოლოდ და მხოლოდ ამ დროს დაიწყებს ცხიმოვანი ქსოვილი ზომაში კლებას.როგორ გავააქტიუროდ ეს ფაზა?
1)უნდა მივიღოთ საკვების ის რაოდენობა რაც ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული(ასაკის,სქესის,დღის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვის,ჯან-მდომარეობის გათვალისწინებით)რაც ჩვენ ორგანიზმს სჭირდება(ანუ დაცული უნდა იყოს კალორაჟი)
2)პირველი ყველამ იცის რომ მნიშვნელოვანია ,მაგრამ ბევრმა არ იცის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კვებათა შორის ინტერვალს,(ამ ორი ფაქტორის როლი 50%/50%ია)ეს ინტერვალი ისე უნდა შეირჩეს,რომ აბსორფციის ფაზის დასრულების შემდეგ ჩაირთოს მეტაბოლიზმის მეორე ფაზა(ანუ გააქტუირდეს),ამ დროს ადამიანი აუცილებლად დაიწყებს წონაში კლებას (ჯანმრთელი კლება დაგროვილი ცხიმების დაშლით),მაგრამ თუ ეს ინტერვალი არ იქნება დაცული აბსორბციის ფაზა ისევ აბსორბციის ფაზაში გადავა,შეიძლება დღიური კალორაჟი მიიღეთ შემცირებული მაგრამ მეტაბოლიზმის ის ფაზა არ გააქიურეთ რომელიც ასე ძალიან იყო საჭირო.ამ დროს წონა არ გაიზრდება ,მაგრამ ვერც დაიკლებთ.კვებათა შორის ინტერვალიც ინდივიდუალურია,(საშუალოდ 3-4 საათი.)
და აი მივადექით ამ თემითვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს -ვარჯიში
ის რომ ზომიერი რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის პირველი წამალია ამაზე არ შევჩერდები,მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ გონივრულად შევარჩევთ და გვეცოდინება როდის უნდა ვივარჯიშოთ.(სხვათაშორის მისი საშუალებით სამივე მდგომერეობის მიღწევე შეიძლება:წონის დაკლებაც,მომატებაც,შენარჩუნებაც.მაგრამ ამ შემთხვევაში წონის დაკლებაზეა საუბარია)რას ნიშნავს დროის სწორად შერჩევა? ვარჯიში უნდა დაიწყოს აბსორბციის დაწყებიდან მინიმუმ 2 საათში ეს დაეხმარება ორგანიზმს ენერგიის დაწვაში (ბოლო კვების დროს რაც მიიღო)და მეტაბოლიზმის მეორე ფაზის გააქტიურებაში.რომელიც ასე ძალიან გვჭირდება(ამის გარეშე ჯანმრთელი კლება არ არსებობს)როგორც კი გააქტიურდება ხანგრძლივი რეზერვუარის გამოყენების ფაზა,იწყება დაშლა ტრიგლიცერიდების როგორც კი მათი დაშლის პროდუქტები მოხვდება სისხლში მადა დროებით ითრგუნება რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ორგანიზმი სწორედ ამ ნივთიერებების ხარჯზე საზრდოობს.(თქვენი არ ვიცი მაგრამ მე დავკვირვებივარ,თუ ვარჯიშამდე მსუბუქად მშიოდა ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დამთავრებიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში მიქრება შიმშილის გრძნობა,მიზეზი სწორედ ესაა რომ ორგანიზმა ამ დროს საჭირო ენერგია მიიღო მისივე „შესანახი შავი სკივრიდან“ რაც სწორედ ვარჯიშის დამსახურებაა,სხვა შემთხვევაში შიმშილის დროს მაშინვე შევჭამდი(ანუ ორგანიზმი გარედან მიიღებდა კედევ ენერგიას) იმ სკივრს დაკლებით არაფერი დააკლდებოდა ,პირიქით თუ არ მოემატებოდა კედევ...

.)ანუ დასკვნა სულაც არაა საჭირო შიმშილი და ქანც გაწყვეტამდე უაზრო ვარჯიში მთავარი ერთი მეორეს რაციონალურად შეუთავსოთ.ვარჯიში და კვება ცალ-ცალკე არ უნდა განიხილებოდეს.!ხო გამომრჩა ვისაც ჭარბი წონა აქვს მისთვის უკეთესია დილით ვარჯიში!თუ რა თქმა უნდა ახერხებს ადამიანი დროის გამო ,უზმოზე ორგანიზმი იყენებს ხანმოკლე რეზერვუარის მარაგს-კუნთები ღვიძლი (რამდენიმე საათი)და თუ ამ დროს დაიწყებს ფიზიკურ აქტივობას უფრო ადვილად ამოიწურება ხანმოკლე მარაგი და დაიწყება ხანგრძლივი რეზერვუარის გამოყენება.ამიტომ კარგია დილით სიარული,სირბილი და ა.შ
მე მაპატიეთ დიდი აბდაუბდა ნაწერი გამოვიდა არადა მინდოდა მოკლედ და გასაგებასდ მეთქვა,თუ რამე ვერ გაიგეთ მკითხეთ.რაც ვიცი გიპასუხებთ. უძირო ქვევრივით ვრცელი თემაა და ბოლომდე ვერ დავწერ....თითქოს ერთი შეხედვით რთული ჩანს ეს ყველაყერი ,არადა ამ დროს ძალიან მარტივია,ყველაფერს ხომ თავისი მექანიზმი აქვს და თუ ამ მექანიზმისმის მარტივი დეტალები გააზრებული გვექნება უფრო ადვილია ცხოვრება,როცა რამეს მეუბნებიან ეს კარგია ან ცუდი,თუ არ ამიხსნეს რატომა ცუდი და რატომ კარგი ვერ ვისვენებ "მშრალი პასუხები "არ მაკმაყოფილებს არაფერში

მოკლედ სიამოვნებით გავხსნიდი ისეთ ცენტრს სადაც ადამიანებს მართლა დავეხმარებოდი ჯანმრთელობის და სილამაზის შანარჩუნებაში.სადაც იქნებოდნენ მართლა პროფესიონალი ექიმები (ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგები)და ინტრუქტორები ,რომლებიც დეტალურად ინდივიდუალურად მიუდგებოდნენ თავიანთ სამუშაოს შეთანხმებულად .მარტო ფინანსურ მოგეებაზე ,არიან ორიენტირებულები,ამ ქვეყანაში ყველა ფერში რა..... ისე თუ ივანიშვილივით ბევრი ფული მექნებოდა უანგაროდ და უსასყიდლოდ დავეხმარებოდი ხალხს(არ ვხუმრობ

)
რაც შეეხება დიეტების მოყვარულებს!
მეტაბოლიზმის პირველი მტერია - არასწორი ყურმოკრული დიეტების ბუმი
ერთ მაგალითს მოგიყვანთ რომელიც მეცნიერული კვლევით არის დადასტურებული(ადამიანებზეც იგივეა)მაგრამ ამჯერად თაგვებზე ექსპერიმენტის შედეგებს გაგანდობთ.საკვლევ ვირთხების ჯგუფს მისცეს დამატებითი საკვებიწონაში მატება დაიწყეს 46-ე დღეს .საწყის წონაზე დაბრუნებას კი დაჭირდა 21 დღე.
ამავე თაგვებს კვლავ გაუზარდეს საკვები რაციონი მეორე ცდაზე ,მაგრამ ამ ჯერად მატება დაიწყო არა 46-ე დღეს არამედ მე-14 დღეს(თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად მოიმატეს წონაში) წონის დაკლებას კი ნაცვლად 21დღისა 46 დღე დასჭირდა.(ორჯერ უფრო მეტი დრო დასჭირდა საწყის წონაზე დაბრუნება)
დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ რამდენად სწორია ასეთი მოვლითი“დიეტები“
მე კი ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს.მითუმეტეს როცა ყველაფერი თქვენს ხელშია და ყველაფერი მართვადია,მთავარია ისწავლოთ თქვენი ორგანიზმი ამაზე ძვირფასი კი ნეტა რა გაგვაჩნია.
io1991