მე წელს დავიწყე თამაში, მაგრამ შემემთხვა უკვე

ტურნირებზე მოგება მკიდია...
ვერთობი მანდ...
კარგ ხალხთან ვთამაშობ და კარ გარემოში...
და მანდ წაგებული 50-100 ლარი მიღირს სიამოვნებად...
აი ქეშგეიმებზე კი ბევრჯერ უმტყუნია ნერვებს და წამიგია ფული სისულელეებში...
ერთი მახსოვს ყველაზე მწარედ - ევროპაბეთზე ვთამაშობდი მაშინ... ღამე იყო სადღაც 2-3 საათი და 20 ლარით მქონდა დაწყებული თამაში და სადღაც 150 ლარამდე ვიყავი ასული...
ხო და მომდის ტუზ-ვალეტ ყვავი და დავქოლე... ერთმა ტიპმა დამირეიზა... 10 ლარით... გავყევი...
და ფლოპზე იშლება სამი ყვავი - 5, 10, K... და მაღალი ფლეში მიჭირავს უკვე...
დავჩექე...
და ტიპი 30 ლარს შემოვიდა...
გავყევი...
თერნი ამოვიდა 8 თუ 9-იანი... აგური თუ გული...
ისევ ჩექი და ტიპი ისევ 30 ლარს შემოვიდა...
და მივეცი ეგრევე ოლ-ინი...
გამომყვა და გაიხსნა კარტები და მე მაღალი ფლეში მიჭირავს...
და იმას K-10...
და რივერზე 10-იანი ამოვიდა და ფულ ჰაუსმა მომიგო

მაგ ღამეს მაგრად გავჭედე და სადღაც 500 ლარამდე წავაგე...
ოღონდ რა ხდებოდა არ მახსოვს...
მაგ ევროპას ქონდა რომ ბარათიდან შეგეძლო ბალანსის შევსება...
ხო და მეორე დღე ევროპაზე გავაუქმე ექუნთი და დავიგინე რომ მანდ აღარასოდეს ვითამაშებდი...
და გადავედი აჭარაზე...