anibani18დიდი მადლობა ანი-ბანი

ისე ჩამითრია ამ ახალმა გასრთობმა.
holden kolpildiდიდი მადლობა <3
ამას ქვია შებრუნებული დეკუპაჟი. თანამიმდევრობას ჩამოვწერ მოკლედ და ჩაგიგდებ ერთი ძლაიან კარგი უკრაინელი გოგოს ვიდეოგაკვეთილს. საკმაოდ მოკლედ, ლაკონურად ხსნის. უფრო სწორად წარწერებია, ვიდეოს ყურებისას არ იღლები. რაღც ვკითხე და ისე დაწვრილებით ამიხსნა და ისე დამეხმარა მისი რჩევა ახალი ნამუშევრის გაკეთებაში.
ეს ვიდეო შედარებით მარტივია, ასე დაიწყე და მერე თავად მიხვდები და გაართულებ:
ეს კი ჩემი თეფშის გაკეთების თანამიმდევრობა, პირველი მცდელობა იყო:
1. ზედაპირის ცხიმისგან გასუფთავება;
2. სურათის დაწებება დეკუპაჟის წებოთი;
3. სურათის შეღებვა თეთრი აკრილით;
4. სურათის ირგვლივ თეთრი აკრილით ღრუბლის გაკეთება "გუპკით";
5. სასურველი ფერის აკრილის საღებავით ღრუბლის გაკეთება. ფერები დამოკიდებულია ნახატის ფერებზე.
6. თეთრი აკრილის სქელი ფენით დაფარვა;
7. ლაქის დამამაგრებელი ფენა.
ნამუშევარი მზადაა