მახსოვს ადრე დავდე თემაში, ეხლა ვეძებე და რამდენიმე ვიპოვე





თარგმანი
ჩხირები 5 ნომერი
ქსოვის სიმკვრივე - ვიღებთ 83 თვალს
10 სმ. იქსოვება რეზინით
1X1
1X2
ან 1X3.
რეზინის შემდეგ ყოველი მეორე უკუღმა თვალის მერე ვაკეთებთთ ნამატს,
უნდა გამოვიდეს 124 თვალი.
6 სმ. რომ მოვქსოვთ უკანა რიგებზე ისევ უნდა მოვუმატოთ 41 თვალი,
რომ საერთო ჯამში გამოვიდეს 165 თვალი.
14 სმ. მოქსოვის შემდეგ უკვე ვიწყებთ კლებას იგივე პრინციპით, უნდა მოვაკლოთ 41 თვალი.
17 სმ. შემდეგ კიდევ უნდა მოვაკლოთ 41 თვალი, უკანა რიგზე ვიღებთ ორ თვალს ერთად.
გამოვა 83 თვალი.
22 სმ. ზე ყოველი ორი თვალი ერთად უნდა მოვქსოვოთ და გამოვა 42 თვალი.
შემდეგ კიდევ ორი თვალი ერთად მთელ რიგზე, დარჩება 21 თვალი.
ასე გავაგრძელებთ ბოლომდე და ბოლოს უნდა დარჩეს 6 თვალი, მას არ ვქსოვთ, ძაფი უნდა გავუყაროთ და თვლები შევკრათ ერთად.
და ბოლოს გავკეროთ ბერეტი.
mrevliმტკვრის სანაპიროზე სად? რა ადგილას?