კალორიების გამოთვლაზე ბევრჯერ მსმენია, მაგრამ მეზარებოდა მაგაზე ფიქრი და ანგარიში...
მაგრამ , უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე გონივრულ დიეტად, ამას თუ შეიძლება დიეტა დაერქვას, დღეს კალორიების გამოთვლას ვაღიარებ.
მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის 3, 4 კილოს მოშორება იყო ჩემი მიზანი, კორექციისთვის
( ამიტომ შეიძლება დიდ მრჩევლად ვერ გამოვდგე მათთვის ვისაც ძალიან ბევრი აქვს დასაკლები,
თუმცა ბევრს მოუშორებია ამ საშუალებით დიდი წონაც...)
მაგრამ, ხშირად მაქვს სხვადასხვა დიეტით დაკლებული, ვარჯიშითაც დამიკლია და ყველაზე დიდ ნებისყოფას ეს მოითხოვდა, მაგრამ ყველაზე მაგარი ეს იყო, თან ფორმაში ხარ: მოქნილი, შეკრული, ძლიერი და თან მშვენივრად მიირთმევ და რაც მთავარია შესანიშნავ განწყობაზე ხარ მიუხედავად პრობლემებისა და ვერ ხვდები რატომ

მოკლედ, დავუბრუნდები კალორიების გამოთვლას. ამ საშუალებით დავიკელი 4 კილო, ნელნელა და ყოველგვარი ტანჯვის გარეშე
მხოლოდ პირველი რამოდენიმე დღე შევაწუხე ტვინი, სასწორი და დავადგინე თითქმის ყველა პროდუქტის კალორიულობა რასაც ხშირად მივირთმევ, რაც მიყვარს, ვეცადე დამეცვა ბალანსი, მრავალფეროვანი ყოფილიყო რაციონი, შევიტანე ყველაფერი: ბურღული, რძის პროდუქტი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი და ბეეევრი წყალი.
უკვე ადვილად და ზეპირად ვანგარიშობ დაახლოებით რამდენ კალორიამდე ავედი და რამდენი დამრჩა რეზერვში დღის ბოლოს. არ ვაჭარბებ ლიმიტს , თუ გადავაჭარბე ვარჯიშით ან ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვით "ვისჯი" თავს
ამავე საშუალებით , ძლივს 12 წლის განმავლონაში, გავასუქე ჩემი გამხდარი შვილი... ვეღარ ვცნობ ისე მოპუტკუნდა

თუმცა იმანაც მიშველა , რომ მასაც ავუხსენი რა როგორ ხდება, შეიგნო, რომ თუ ვერ მოასწრებს საჭირო რაოდენობის კალორიების მიღებას ისევ ნეკნებს დაუთვლიან

მოკლედ გაორმაგებული კალორიების მიღების შედეგად 2,5 კილოგრამით მეტს იწონის

მე კი პირიქით, შემცირებული კალორიების წყალობით 4 კგ ით ნაკლებს
იმისთვის რომ სასურველ წონამდე დახვიდე კალორიების გამოთვლით საჭიროა:
1. ჯერ დაადგინო რამდენი კალორია სჭირდება სასურველ წონას დღეღამის განმავლობაში... ამის ფორმულა არსებობს.
http://www.nadietah.ru/blog/27313-belochka...chtoby-pokhudet2.არ გადააჭარბო ამ რაოდენობას დღის განმავლობაში.
http://www.nsp.kharkov.ua/health/calories.html This post has been edited by cortex-amygdala on 15 Dec 2012, 12:58