სალამი.
მოკლედ რამდენიმე კითხვა მაქვს და ეგებ დამაკვალიანოთ.
ვინაიდა ბიჭებისთვის ცალკე თემა არ არის, აქ ვიკითხავ.
რამდენიმე პრობლემატური არე მაქვს და მაიბნტერესებს თითოეულისთვის თმის მოშორების ყველაზე ეფექტური საშუალება.
1. ცხვირზე (დიახ ზევიდან ცხვირზე და არა ცხვირში)
2. ცხვირის დასაწყისში (ანუ წარბებს შორის). პრინციპში ეგ წარბების გაგრძელებაში გადის
3. ღაწვებზე (ძალიან ზევით თვალთან ახლოს და არ მინდა გაპარსვა, არ მევასება მთელ სახეზე რომ აქვთ წვერი თვალებიდან მოყოლებული)
ამ შემთხვევაში პრიორიტეტს მივანიჭებ ისეთ საშუალებას, რომელიც ყველაზე ხანგრძლივ შედეგს მომცემს სამივე შემთხვევაში და არ დავეძებ არც ტკივილს და არც თანხას ამ შემთხვევაში.
ნუ ჩემ მიერ ამ თემის და ინტერნეტში სტატიების შინაარსიდან გამომდინარე, 2-3 შემთXვევებში მაინც ყველაზე ეფექტური ალბათ ელექტრო ეპილაცია უნდა იყოს. თუმცა მარჩიელობა არ მინდა და მირჩევნია გამოცდილ ხალხს ვკითXო რჩევა.
და კიდევ ერთი: რომელია ყველაზე ეფექტური საშუალება ნესტობიდ (ცხვირის შიგნიდან) თმის მოსასორებლად? ე.წ. trimmer-ების (მაგალითად ასეთის:
http://www.amazon.com/Wahl-9865-300-Groome...ds=nose+trimmer ) გამოყენება რამდენად რეკომენდებულია და სხვა რამე საშუალება ხომ არ არსებობს.
მადლობა ყურადღებისთვის და წინასწარ მადლობა დახმარებისთვის