გოგოებო ნინაზე უნდა გითხრათ.
ჯერ ერთი არ მომეწონა ის რომ ტექსტი რუსულად იყო. უნდა გავეფრთხილებინე მაშინ. ჯდომა და თარგმნა რომ მდომებოდა ინტერნეტი აქაა. უცხო ენაზე ისე მაინც ვერ აღიქვამ როგორც მშობლიურზე, თან რუსულის კითხვა არ მიყვარს, არ ვარ მიჩვეული.
რუკაც მქონდა გაკეთებული ჩემით. ხოდა მინდოდა მოეცა ამომწურავი ინფორმაცია ყველა ასპექტის, სახლის, პლანეტის შესახებ.
გუშIნ ჩავუჯექი და წერია მხოლოდ ზოგადად სასწორზე, ასცედენტზე და რაღაც ძაან წვრილმანი ინფორმაცია. რამდენიმე სახლზე და ა.შ. ხოდა გავბრაზდი, მგონია რომ ჭორაობაში გადავიხადე ფული. არანაირი სამომავლო არაფერი, პერიოდები ცხოვრებაში, კარგი , რთული. მოკლედ ძაან ზერელე ინფორმაციაა. ასეთს მილიონს წავიკითხავ ინგლისურად ნეტში.
თან დავაფიქსირე რომ საიდანღაც აკოპირებს. მიყოლებით შეცდომით ეწერა სხვა სახლზეც. ხოდა ტეხავს რა. ფულს რომ იღებ რაღაც ხო უნდა გააკეთო. ამას არ ქვია ასტროლოგიური ანალიზი. დედაჩემმა მითხრა მიშამ 3 დისკი ჩამიწერაო და დეტალურადაა ყველაფერიო. ესე მოგდებული ტექსტი, თან უცხო ენაზე, თან არასრული, რავი რა.
ეხლა მივწერე რომ გამომიგზავნოს ქართულად და ყველაფერზე სრულად.
ვინც აზრზე არაა ასტროლოგიის შეიძლება დაკმაყოფილდეს , მაგრამ ამაზე გაცილებით მეტი მაქვს წაკითხული ინტერნეტში.
პროგნოზებიც მარტო მნიშვნელოვანი მითხრა 3 წლის ვადით. მერე მთავრდება ცხოვრება?
მოკლედ საბოლოო ჯამში არ ვარ კმაყოფილი და მომავალში მიშას გავაკეთებინებ!
This post has been edited by L0TUS on 17 Nov 2012, 10:35