გოგოებოო.. დრო არა მაქვს რო დავჯდე და ყველა პოსტი წავიკითხო და...

მირჩიეთ რაა.. ვარ ქერა.. იმდენად ქერა რო... ნუ... რასაც ქერა ქვია.

ჩემი პრობლემა მდგომარეობს იმაში რო ბაკების მიდამოზე მაქვს ღინღლი.... მაგრამ ეს ღინღლი მაღალია, და იმდენად მაღალი, რომ ღინღლი აღარ ქვია...

მზიან ამინდში თმას ვერ ვიწევ. ეს თმები მზეზე ისე ბრწყინაააავს... თან ქერა რო ვარ.

მოკლედ. ელექტროეპილაცია გამორიცხულია...

იმდენად თხელი ღერებია და იმდენად ახლო-ახლოს, რომ ნემსით ვერ დავიჩიჩქნი კანს.

ბოდილაინში ვიყავი და უარით გამომისტუმრეს...

ჩვენი ლაზერი ვერ დაინახავსოო..

აბა რა ვქნაა..

მიშველეთ რა..