შეიძლება მოყვარულზე ცოტა მეტი ვიცი, მაგრამ ყველაფრის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ

რაც შეეხება ამ მიდგომას, რატომღაც გამიკვირდა რომ მასზე ყველგან ლაპარაკობდნენ როგორც ახალ თეორიაზე და ა.შ.
პოლ ბრეგის "შიმშილის სასწაული" არ წაუკითხავთ ნეტა?
რამდენადაც ვიცი, ის თვითონ კვირაში ერთი დღე შიმშილობდა, თუმცა მხოლოდ ამ პრინციპზე არ იყო აგებული მისი კვება, ანუ იქ ბოსტნეული, ხილი, შეუმწვარი და ა.შ. ვარჯიშობდა კიდეც... (აქედან იმის თქმა მინდა, რომ მარტო fasting ი რამეს შვებოდეს ეჭვი მეპარება)
და როგორც ვიცი შიმშილის იდეა არის ის, რომ როცა არ იკვებები ორგანიზმი ისვენებს და საკუთარი თავის გასაწმენდად იცლის...
სადღაც ისეთ თეორიაზეც მომიკრავს ყური, რომ ადამიანმა თხევადი საკვებით რომ იკვებოს, უფრო დიდხანს იცოცხლებსო...
ანუ სავარაუდოდ, აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ კუჭნაწლავს მინიმალურად დატვირთავ და ნაკლებადაც გაიცვითება დროთა განმავლობაში

კუჭ-ნაწლავი კი როგორც ვიცით მთავარ როლს ასრულებს იმუნიტეტის ამბავში....
სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კი - არსებობს სადღაც ვიეტნამის მიდამოებში ერთი სოფელი, რომელიც როგორც მახსოვს (ბუნდოვნად

) ომის გამო იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი საკმაო დროის მანძილზე...
და რა ხდება, ამ სოფელში არიან ყველაზე ხანდაზმული ადამიანები, ანუ მრავლად, ძალიან ბევრი ადამიანი 100 წელს გადაცილებული და ჯერ კიდევ ასე თუ ისე საღ გონებაზე და ჯანზე (დაჟე ვიდეოში 2-3 ქალი რაღაც მოფანდურო ინსტრუმენტზე მღეროდა

)
ხოდა, რომ გამოარკვიეს, თურმე ამათ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ ყავდათ საქონელი და ერთადერთი საშუალება იყო მცენარეული საკვები, ბოსნტეული უმეტესად, არც რძის ნაწარმი, არც ხორცი, ნუ ალბათ ბრინჯიც ქონდათ, არ მახსოვს ზუსტად...
მოკლედ, მიდგომას იმდენნაერს ნახავ, ამ თეორიას რო გადაყვე სტრესისგან დაბერდები

ხოოოდა, საბოლოოდ რას ვიტყოდი და ჩემი აზრი რა არის - დროზე და რეჟიმზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის თუ რას შეჭამ, რას სახის იქნება შენი საკვები და რა რაოდენობის...