ემოციურობა იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ რაღაც შეცვალეთ საკუთარ თავში. მოგწონდათ თუ არა ძველი ცხვირი, მაინც მიჩვეული იყავით წლების მანძილზე სარკეში საკუთარ ანარეკლს, რომელიც უცებ შეიცვალა (თან, საკუთარ თავზე ცვლილებებს ხომ ყველაზე მზაფრად თვითონ ვამჩნევთ ხოლმე).
ასე, რომ დამშვიდდით და შეირგეთ ახალი გარეგნობა

ისე, ამ თემასთან და კონკრეტულ იუზერებთან რა შუაშია, მარა მგონი მოდაშია ამ ბოლო დროს 'ნევროზი' თბილისში

აგერ, ჩემს გარშემო ჯანღონით და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები ისე განიხილავენ, თუ როგორ სვამენ ახალ და ახალ მცენარეულ (მთავარი ხო ესაა

) დამამშვიდებლებს, გეგონება ახალი ყავა ან ჩაი აღმოაჩინეს

მე ის მაინტერესებს, ოპერაციამდე 5 დღით ადრე ც ვიტამინი რომ მივიღო, დავაშავებ რამეს? ინსტრუქციაში ოპერაციის წინ არ მიიღოთო და დრო არ არის მითითებული. მაინცდამაინც მაგ დროს მოუნდათ მეგობრებს ქალაქგარეთ გასვლა და ძაალიან მინდა, წავყვე

არადა, 2 წელია, სურდო არ მქონია და რაღა ახლა მეტაკება რამე :/ ლიმნიანი ჩაი რომ დავლიო, რას მიზამს ვითომ? რამდენიმე ჭიქამ როგორ უნდა გამითხელოს სისხლი :დ
კიდევ, თავის დაბანაზე რამდენი დღეა შეზღუდვა? აქ წერია, თაბაშირის მოხსნის შემდეგ შეგიძლიათო :დასაბმელი გავხდები: ამას კი ვკითხავ იქაც, მაგრამ წინასწარ რომ შევემზადო ფსიქოლოგიურად :შ