რაიმე საშუალება ხომ არ გეგულებათ თვითონ თმის ღერები რომ დამიტენიანოს და გამომიკვებოს? ძალიან სუსტი და უსუსური ღერები მაქვს და გამომშრალი. 2 დღის უკან შევამჩნიე რომ ბოლოებიც მეყოფოდა და სასწრაფოდ 10 სანტიმეტრი მოვიჭერი. ზეთებს და ვიტამინებს ვისვამ მაგრამ ეს თმისძირებს შველის თვითონ თმა მაინც ჩალასავითაა.. ისე რამოდენიმე თვის წინ მარტო ბირკავას ზეთს რომ ვხმარობდი იმან ცოტათი გამიმსხვილა თმის ღერო მაგრამ თავი გაზინთულივით მქონდა. გლიცერინი არ დამიტენიანებს?
* * *
ისე მშვენიერი რამ ვნახე ინტერნეტში გლიცერინზე: Глицерин привлекает влагу из окружающей среды и наполняет волосы влагой.
Это вещество активизируют защитные функции кожи.
Глицерин способствует очищению кожного покрова от ороговевших клеток.
Небольшое количество этого вещества можно добавить в Ваш обыкновенный шампунь, тем самым увлажнить волосы.
და ლუდის საფუარი მინდა. ნეტა სადმე იქნება თბილისში?
* * *
ლუდის საფუარი თავად ლუდით ხომ არ ჩავანაცვლო? გიცდიათ ლუდი თმებზე? აი ესენი ვიპოვე ინტერნეტში:ლუდში შემავალი კომპონენტები კვებავენ თმის ძირებს, ღერებს, თავის კანს, ხელს უშლის თმის ცვენას და ქერტლის წარმოქმნას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აჯანსაღებს თმას, საოცარ ბზინვარებასა და ელასტიურობას სძენს მას.
ლუდის ნიღაბი მშრალი თმისთვის:
1 ჭიქა ლუდს ოდნავ შეათბობთ და დაუმატებთ1სუფრის კოვზს ზეითუნის ზეთს, ამ მასას შეიზელთ თავის კანში და გაიჩერებთ15–20 წთ. ეს ნიღაბი თმას ხდის გლუვს და კურნავს დაყოფილ ბოლოებს.
ლუდის ნიღაბი თმის გასამაგრებლად:
1 კვერცხის გული (შეიძლება 2 ან 3 თუ თმა გრძელია) გახსენით ცოტაოდენ ლუდში, მიღებული მასა წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, ჩამოიბანეთ 20 წთ შემდეგ.
ლუდის ნიღაბი თმის სიჯანსაღისათვის:
1 კვერცხის გული, ½ ბანანი, ½ ვაშლი ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ თანაბარი რაოდენობის ლუდი და ფორთოხლის წვენი. ისევ აურიეთ, დაიდეთ ნიღაბი თმაზე და შეიხვიეთ თბილი პირსახოცით. ჩამოიბანეთ 20წთ–ში.
ლუდის ნიღაბი თმის ზრდისა და დასატენიანებლად:
½ ჭიქა ლუდი აურიეთ ამავე რაოდენობის კეფირს. ნიღაბი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 15–20 წთ და ჩამობანეთ თბილი წყლით.
ლუდის სავლები ცხიმიანი თმისთვის:
1ჭიქა ლუდი და 1 ჭიქა ჭინჭრის ნახარში აურიეთ, მიღებული ნარევი გადაივლეთ სუფთა თმაზე.
ლუდის კომპრესი ქერტლისათვის:
2 სკ. სალბს, 2სკ. ჭინჭარს დაასხით 0,5ლ. ცხელი ლუდი. ეს ნარევი გააჩერეთ1სთ, გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე 1თვის განმავლობაში, ძილის წინ.
ლუდი და თაფლი თმისათვის:
ცხიმიანი თმისაგან თავის დასაღწევად აიღეთ 1ჭიქა ლუდი, 1კვერცხის გული, 1ჩკ. თაფლი. ეს ნარევი წაისვით სუფთა თმაზე, დაიტოვეთ 15–20წთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ლუდით თმის დახვევა, ვარცხნილობის ფიქსაციის ძველისძველი და რაც მთავარია ყველაზე “ეკოლოგიური” მეთოდია.
ნეტა ივარგებს ეს რეცეტები? ვინმეს თუ გამოგიცდიათ გაგვიზიარეთ რა შედეგი

ლუდის სუნს ორგანულად ვერ ვიტან და თუ ამ რეცეპტებს არ აქვთ ეფექტი ასე საცდელა ყოველდღე ვერ ვივლებ ხოლმე თავზე ლუდს, სუნი მაწუხებს მისი ძალიან. თუ ვარგა კიდევ დავაძალებ საკუთარ თავს თვეში ორჯერ ლუდს