charliXLკარფურში ვიყიდე მე, თუმცა ვერ გამოვიყენე და ბოლოს გავაჩუქე. ტონალურს როცა ვისვამ, თითებით წასმა მირჩევნია და ბოლოს ფუნჯით გადავლა airbrush ეფექტისთვის.
marimari11მე ძირითადად ფუნჯებს ვხმარობ... ახლა ვხვდები, რომ ნამეტანი ბევრი მაქვს იმის გათვალისწინებით, რას ვიყენებ
Real Techniques ფუნჯებია ძირითადად, ორი მაკი (თვალის ჩრდილისთვის), ლანკომი და გერლენი ტუჩისთვის და ჩემი საყვარელი ფუმფულა ბობი ბრაუნი

პუდრის ან ბრონზერის ან თუნდაც ტონალურის შემდეგ ერთი გადასმა და იდეალურად ჯდება ყველაფერი.
ყველაზე კარგად ვიყენებ ამ ფუმფულა ფუნჯსა და ტუჩის ფუნჯებს. ფუნჯით წასმული ტუჩსაცხი სულ სხვანაირად ჯდება, პრინციპში არც ტუჩის ლაინერი გჭირდება, მაგრამ მაინც ვიყიდე
ახლა კოსმეტიკა - მაკის ტუჩსაცხი, ოდნავ მუქი ვარდისფერი, არის ძალიან კარგი, ძვირი ღირს ცოტა (100 ლარამდე), მაგრამ არ ილევა

სერიოზულად, წელიწადზე მეტია, რაც ვიყენებ და ჯერ კიდევ ბლომად არის. კარგად ჯდება, მალე არ იშლება.
წითელი პომადის ტრენდს ავყევი და ვიყიდე ივ როშეს წითელი თავისი ლაინერით (60 ლარამდე ორივე). ფერი ზუსტად ჯდება, ტუჩსაცხი დამატენიანებელია, სასიამოვნო, მაგრამ ვერ მოვიხდინე ეს წითელი...
მუქი ყავისფერ-შინდისფერი კლინიკია (40 ლარი საახალწლოდ). მშრალია საკმაოდ და, თუ სწორად წაისვი, გამძლეა. მაგის წყვილად ეველინის ყავისფერი ლაინერია (ორი ლარი და რაღაც ღირს, ყველაზე იაფიანია, რაც რამე მქონია, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს). ცოტა ადვილად იშლება, მაგრამ კონტურისთვის გამოდგება.
მეიბელინის ტუჩის ლაინერი კარგია (21 ლარი), ესეც ნატურალურ ვარდისფერ გამაშია, თუმცა ზედმეტად მერბილება და ისევ ფუნჯითა და პომადით ვაკეთებ lining-ს.
თვალები - წამძლევს სული და ვიყიდი ლაინერსაც, ჩრდილსაც, ტუშსაც, მაგრამ ვერ ვიყენებ

მაკის თხევადი ლაინერი კარგია, ფუნჯიც საკმაოდ ზუსტი მოჰყვება, მაგრამ ჭეშმარიტად წყალგამძლეა

იმდენად, რომ მოშორება მიჭირს მაკისვე წყალგამძლე მაკიაჟის მოსაშორებელი სითხით (ეგეც კაი ძვირია, ლაინერი 80 ლარი იყო).
მეიბელინის არაწყალგამძლე თხევადი ლაინერი მომეწონა, თვალები არ გააღიზიანა, საკმაოდ გამძლეც იყო (ფასიც ნორმალური - 19 ლარი). მოკლედ, კარგია რა, ფუნჯიც საკმაოდ თხელი და გამოყენებადი მოჰყვება. მომავალში უფრო მაგას ვიყიდი, ვიდრე რამე ძვირიანს, მაინც ან გამოვიყენებ, ან არა...
ფანქრები ტყუილად მაქვს... მეიბელინი, არტდეკო, კლინიკი... არ ჩერდება თვალზე, რბილია წასმის დროს, მოკლედ, არ არის ფანქარი საჩემო საქმე. წარბებისთვის უფრო ვიყენებ
ტუში - კლინიკი მქონდა, ახლა მაკის წყალგამძლე... მართლა წყალგამძლეა, ჰიპოალერგენული, მაგრამ მაინც ვერ ვგუობ. თუ მთელ სიგრძეზე დავიტანე, მგონია, რაღაც წებოვანი მისვია, ამიტომ წამწამების წვერებში თუ ვისვამ საუკუნეში ერთხელ

მოკლედ, ტუშიც არ არის ჩემი საქმე.
ჩრდილები - მაკის თეთრი ნამეტანი შეუმჩნეველი რამეა. არ ვიცი, ბაზად თუ გამოიყენებს ადამიანი. სამაგიეროდ, მწვანე ძალიან ლამაზია, თვალის ფანქრის ნაცვლადაც წავა, იმდენად ხასხასა და უჩვეულო ფერია.
რიმელის თეთრი მბზინვარე და გამოყენებადია. თვალები ანათებს, ისეთი ფერია

მწვანე ცოტა წაუყავისფრებს, რაღაცნაირი მოღუშული ფერია - შავ ლაინერთან ერთად კიდევ ჰო, ცალკე ჩემს თვალებთან მოდის დისონანსში.
ბრონზერს კონტურად ვხმარობ პუდრთან ერთად (კლინიკის პუდრი ცხიმიანი კანისთვის, თუმცა აღფრთოვანებული არ ვარ). ეს ბრონზერი საკმაოდ იაფია და ღია ფერის კანზე კარგად ჯდება - ვისაც უფრო მუქი უყვარს, არ გამოადგება. ზოგადად სახეზე აღარ მიყვარს ტონალური ან კონტური ან სხვა შედარებით მძიმე და ფენებიანი მაკიაჟი, მაწუხებს. დაილოცოს city block, tinted moisturizer სტილშია, სპფ-იც აქვს და ჩემს კანსაც არ აღიზიანებს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)