narkozeli სპეციალურად გვანცისთვის

აქ დავწერ , რავიცი იქნებ სხვაც მოვიდეს კეთების ხასიათზე
ბოსტნეულის რიზოტოვხარშავთ ბრინჯს(უკეთესია, თუ რიზოტისთვის საჭირო მრგვალი ბრინჯი). ყვავილოვან კომბოსტოს დავყოფთ ყვავილედებად და ცოტა ხანი ვთუშავთ, რომ დარბილდეს.ცალკე ვჭრით წითელ და მწვანე ბულგარულებს სიგრძეზე, გრძელები რომ იყოს,სტაფილოს მსხვილ სახეხზე ვხეხავთ, სოკო( თუ ქილის სოკო გვექნება უმჯობესია რომ ზეთში მოიბრაწოს , თუ არა პირდაპირ მოუბრაწავის გამოყენებაც შეიძლება) თუ ცოცხალია, მაშინ აუცილებელია ცოტა ზეთთან ერთად მოშუშვა,
მოხარშულ ბრინჯს ვამატებთ მოთუშულ ყვავილოვან კობოსტოს, დაჭრილ ცოცხალ ბულგარულებს, გახეხილ ცოცხალ სტაფილოს, სოკოს, ვასხავთ სამარხვო მაიონეზს,(თუ სამარხვო ვარიანტი გვინდა) ვაჭრით ცოტა ქინძს(ძალიან უხდება), მარილი, შავი პილპილი გემოვნებით, ძალიან იოლი და ჯანსაღი საჭმელია,
* * *
სოკოს რიზოტოსოკოს რიზოტო ერთხელ გავაკეთე ღვინით და უგემრიელესი გამოვიდა, ძალიან მარტივია, ინგრედიენტები:
სოკო 150 გრამი,ბოსტნეულის ბულიონი 1-2 კუბიკი,თეთრი ღვინო 100 მლ(აუცილბელია რომ თეთრი იყოს, წითელი სხვა ფერს მისცემს კერძს), თუ გვიყვარს მწვანე ბარდაც შეგვიძლია დავამატოთ,ან მოშუშული ხახვით შევცვალოთ. მე არ დამიმატებია.
დაგვჭირდება ფართე ტაფა.
დაჭრილ სოკოს 2 სადილის კოვზ ზეთში 3 წუთის მანძილზე მოვბრაწავთ, თუ ბარდას ხახვით ვანაცვლებთ, მაშინ ჯერ ხახვი მოვბრაწოთ და მერე სოკო დავამატოთ.
როცა სოკო მოიბრაწება, დავაყრით ბრინჯს, ბრინჯმა ზეთი კარგად უნდა მოიცხოს. დაახლოებით 3 წუთში ვმატებთ ღვინოს, ვახურებთ თავსახურს და 2 წუთი ასე ვტოვბთ.
ამასობაში, თბილ წყალში ვხნით ბულიონს , 500 მლ საკმარისია.
ბრინჯს ბულიონს ვასხავთ პორციობით, თან ვურევთ, რომ კარგად შეიწოვოს მთელი სითხე, ვამატებ თმარილს და პილპილს.
დაახლოებით 15 წუთში მზადაა, მაგრამ ბრინჯზეცაა დამოკიდებული, თუ ცოტა ალდანტე მდგომარეობაში გვიყვარს,მაშინ ნაკლები დრო დასჭირდება.
ეს ვარიანტიც გემრიელია, მაგრამ წინა უფრო ჯანსაღი + დაბალკალორიულია. ორივე სამარხვოა.
* * *
ეს ჩემი მოგონილი კერძია, ოჯახს მოეწონა, სამარხვოა
ლავაშში გადახვეული ბოსტნეული, ასე დავარქვი, მოკლედ საჭირო ინგრედიენტებია:
კარტოფილი-5-6 ცალი, სტაფილო- დაახლოებით 300 გრამი, სოკო-1 ქილა( მე მეჩქარებოდა და ქილის სოკო გამოვიყენე 250 გრამიანი, ისე რათქმაუნდა ცოცხლი სოკო სჯობს), ბულგარული-2-2 ცალი წითელი და მწვანე, სამარხვო მაიონეზი-1 ცალი (მე სლობოდას ოლივკოვის ვხმარობ)სუნელები, წითელი და შავი წიწაკა,ზეთი. ლავაში 2 ფურცელი.
გაფრცქვნილი კარტოფილი დავჭერი მრგვლად და ჯამში მარილსა და წითელ წიწაკაში ავსვარე, გემო რომ გაჯდომოდა, დავბრაწე ზეთში, გადმოვიღე საშრობ ქაღალდზე ზემეტი ცხიმისგან რომ დაწრეტილიყო, ამავე ტაფაზე მოვშუშე სოკო. მეორე ტაფაზე ასანთის ღერებად დაჭრილი წითელი და მწვანე ბუგლარულები დავშუშე, სოკოც გადმოგვაქვს საშრობიან ქაღალდზე და ბოლოს მსხვილ სახეხზე გახეხილ სტაფილოს ვშუშავთ, რომ კარგად დარბილდეს.
ვამზადებთ სოუსს: მაიონეზს ჯამში დავუმატე თითო ჩ.კ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით ( თუ გვიყვარს ცოტა გაწყლეტილი ნიორიც შეგვიძლია დავამატოთ), ადუღებული წყლით კარგად ვაქცევთ ერთიან მასად(ძალიან არ გავათხელოთ)
ღუმელს ვახურებთ კარგად და საცხობ ფირფიტას ძირში ვუსმევთ ცოტა ზეთს, შემდგომ ვადებთ ლავაშის ერთ ფურცელს. ლავაშზე ვასხამთ სოუსის მესამეს, კოვზით კარგად ვასწორებთ, ზემოდან ვადებთ შემწვარ კარფოფილს, შემდგომ სოკოს, ბულგარულს და სტაფილოს. შავი წიწაკა და მარილი ცოტათი მოვაყარე და ზემოდან მოვასხ იდარჩენილი სოუსი მთლიანად,ზემოდან დავადე ლავაშის მეორე ფენა და გვერდები კარგად ამოვუკეცე, მასა რომ არ გადმოსულიყო, ზემოდან კეტჩუპი მოვასხი და მოვასწორე ლავაშის ზედა ფენა, გახურებულ ღუმელში 10 წუთი საკმარისია.
ბოსტნეული შეგივძლია შეცვალო, მე რაც სახლში მქონდა იმით გავაკეთე.
აქ დეტალურად დავწერე, და რთული არაა, 2 ტაფით თუ ვიმოქმედებთ , უცებვე მორჩებით.
ეს კერძი არასამარხვო ვარიანტი შეიძლება გაკეთდეს, ხორცის ან ბეკონის დამატებით.
სურვილისამებრ შეგვიძლია რულეტის ფორმაც მივცეთ ამ კერძს.
* * *
ესეც ჩემი ფანტაზიის წყაროა
"კერძი პილმენით" ესეც სამარხვოა.
ინგრედიენტები: სამარხვო პილმენი-1 შეკვრა, სოკო 300 გრამი ან 1 ქილა, ბულგარული -წითელი, მწვანე-1-1 ცალი, სურვილისამებრ 1 ცალი ყვითელიც.
მოვხარშოთ 1 შეკვრა კარტოფილის პილმენი, ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ სოკო( ქილისაც შეგვიძლია, მაგრამ ნუ ბევრად გემრიელია ცოცხალი), მე ცოცხალს სოკოს ვყიდულობ ხოლმე, ბულგარული წიწაკა, წითელი და მწვანე, შეგიძლია ყვითელიც ვუყოთ, ეს ბულგარულები დავჭრათ მრგვლად და ცოტახანს ვშუშოთ ტაფაზე დარბილებამდე. ( თუ უფრო ცოცხალი ბულგარული გვიყვარს, შეგვიძლია, სულ არ მოვშუშოთ და პირდაპირ ცოცხლად ვუყოთ)
ცეცხლგამძლე შუშის ფორმას ფუნჯით ვუსმევთ ზეთს(უფრო არომატული თუ გვინდა რომ იყოს, ზეთს ლამბაქზე ვასხავთ და 1 კბილ ნიორს ვაჭყლეტ), მერე ამ ნივრიან ზეთს ვუსმევთ ფუნჯით , დავადებთმოხარშული პილმენის ნახევარს, შემდგომ მოშუშული სოკოს ნახევარს და ბულგარულის ნახევარს, მეორე ფენად იგივენაირად- დარჩენილი პილმენი, სოკო, ბულგარული.
ცალკე სოუსს ვაკეთებთ 1 მაიონეზს ვუმატებთ თბილ წყალს, რათა კარგად გაიხსნას, ვუმატებ ცოტა ხმელ ქინძს, უცხო სუნელს და ყვითელ ყვავილს, შეგიძლია სვანური მარილიც დავამატოთ, ეს სოუსი ერთიან მასაც ვაქციოთ და მოვასხათ გამზადებულ მასას,თუ არ ვმარხულობთ, შემოდან გახეხილი ყველი დავახეხოთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე( ჩემს ღუმელს ასე აქვს) დაახლოებთ ნახევარი საათი, ყველის კარგა დმობრაწვისა და ინგრედიენტების კარგად გაჯდომისისათვის.
ამ კერძს მრგვლად დაჭრილი მოხარშული კარტოფილიც უხდება , ანუ პირველი ფენა- კარტოფილი, შემდგომ მოხარშული პილმენი და მერე დანარჩენი ინგრედიენტები.ეს კერძიც შეიძლება გავაკეთოთ არასამარხვო ვარიანტი-ხორციანი პილმენით ან მოშუშული ხორცის ფარშით.
* * *
ესეც ჩემი ფანტაზიის შედეგი :
ბროკოლის "ზაპეკანკა", სამარხვო.
ვისაც ბროკოლი უყვარს, შეუძლია სცადოს.ბროკოლი იმ ბოსტნეულთაგანია, რომელიც სავსეა ვიტამინებით."ვიტამინების ბომბსაც" კი უწოდებენ.
ინგრედიენტები: ბროკოლი- ნახევარი კილო, კარტოფილი- 5-6 ცალი, სოკო 300 -400გრამი, ან 1 250 გრამიანი ქილის.
ბროკოლს ვშლით ყვავილედებად და 3-5 წუთის მანძილზე ადუღებულ წყალში ვწალავთ(5 წუთზე მეტ ხანს არ გქონდეთ წყალში, ) მოხარშულ კარტოფილს ვჭრით მრგვლად,სოკოს ვშუშავთ მცენარეულ ზეთში.
ვამზადებთ სოუსს: სოუსი იგივენაირად შეგვიძლია გავაკეთოთ რაც წინა კერძშია მითითებული.
ცეცხლგამძე ფორმას ვუსმევთ ზეთს, ვდებთ პირველ ფენას-კარტოფილის ნახევარს, შემდგომ სოკოს ნახევარს და ბოლოს ბრკლის ნახევრს, ვიმეორებთ მეორე ფენას იგივენაირად. ფენებ შუა ვამატებთ მარილს და შავ პილპილს.
ვასხავთ სოუსს და ვდებთ ქურაში 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.
არასამარხვო ვარიანტში , ზემოდან ყველი დავახეხოთ.
აბა გოგოებო დაბზრიალდით , როცა გააკეთებთ , იქნებ კომენტარებიც დაწეროთ , მოგეწონებათ თუ არა
This post has been edited by mshvilosani on 28 Mar 2013, 14:52