Tinker Bellმე ყველაზე ეფექტური რასაც ქვია დიეტა ჩემი დიეტოლოგის ჩემზე მორგებული დიეტით დავიკელი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1 დღე
საუზმე:ჰერკულესის ფაფა 100გრ. ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 200გრ.
2საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 200გრ.
სადილი:მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი 130გრ.
ბოსტნეული 200გრ.
ვახშამი:მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი 120გრ.
მწვანე ფერის ბოსტნეული 200გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 1სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.
2 დღე
საუზმე:ჰერკულესის ფაფა 150გრ. 1ცალი ვაშლი ან 200გრ. მარწყვი.
მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 200გრ. მარწყვი.
სადილი: ხაჭო 6% ცხიმის შემცველობით 150გრ. ან ნადუღი 100გრ.
ნაკლებ მარილიანი ყველი ან სულგუნი 50გრ. მწვანე ფერის
ბოსტნეული 150გრ.
ვახშამი:მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი 150გრ.
ბოსტნეული 200გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.
3 დღე
საუზმე:ჰერკულესის ფაფა ან მოხარშული წიწიბურა 150გრ.
ვაშლი 1ცალი.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 300გრ.
სადილი:2 ცალი მოხარშული კვერცხის ცილები. ნაკლებ
მარილიანი ყველი 80გრ. ბოსტნეული 200გრ.
ვახშამი:მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი 150გრ.
მაწვნის ან ბოსტნეულის წვნიანი 300გრ. 1ცალი კიტრი.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.
4 დღე
საუზმე:მოხარშული წიწიბურა 150გრ. ზეთისხილი ან ნუში 5 ცალი.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 300გრ.
სადილი:ნაკლებ მარილიანი ყველი ან სულგუნი 50გრ. 1 ცალი მოხარშული კვერცხი. ბოსტნეული 200გრ.
ვახშამი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 150გრ. მაწვნის
ან ბოსტნეულის წვნიანი 300გრ. 1ცალი კიტრი.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის
კოვზი. მარილი ½ ჩაის კოვზი.
5 დღე
საუზმე:ხაჭო 0% ცხიმის შემცველობით 100გრ. მარწყვი ან ჟოლო 200გრ.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 200გრ.
სადილი:შემწვარი სოკო ან ბადრიჯანი 200გრ. მოხარშული ყავისფერი ბრინჯი ან წიწიბურა 150გრ.
ვახშამი:ხაჭო 0% ცხიმის შემცველობით 100გრ. ნაკლებ მარილიანი
ყველი ან სულგუნი 50გრ. ბოსტნეული 200გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.
6 დღე
საუზმე:2 ცალი კვერცხის ცილებისგან მომზადებული ომლეტი.
ხაჭო 6% ცხიმის შემცველობით 100გრ. 1ცალი სტაფილო.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 300გრ.
სადილი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 150გრ. ან თევზი 200გრ. ბოსტნეული 200გრ.
ვახშამი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 100გრ.
ბოსტნეული 200გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის
კოვზი. მარილი ½ ჩაის კოვზი.
7 დღე
საუზმე:ჰერკულესის ფაფა ან მოხარშული ყავისფერი ბრინჯი 100გრ. ვაშლი 1ცალი.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 300გრ.
სადილი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 150გრ. ან თევზი 200გრ. ბოსტნეული 200გრ.
ვახშამი:ხაჭო 0% ცხიმის შემცველობით 150გრ. 1ცალი მოხარშული კვერცხი. 1ცალი მოხარშული კვერცხის ცილა. სალათის ფოთლები
ან 1ცალი სტაფილო.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.
8 დღე
საუზმე:ჰერკულესის ფაფა ან მოხარშული წიწიბურა 100გრ.
1ცალი ვაშლი.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 300გრ.
სადილი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 150გრ.
ან თევზი 200გრ.მწვანე ფერის ბოსტნეული 200გრ.
ვახშამი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 120გრ.
მწვანე ფერის ბოსტნეული 200გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის
კოვზი. მარილი ½ ჩაის კოვზი.
9 დღე
საუზმე:ხაჭო 6% ცხიმის შემცველობით 100გრ. 1ცალი
მოხარშული კვერცხი.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 300გრ.
სადილი:ნაკლებ მარილიანი ყველი ან სულგუნი 50გრ. შემწვარი
სოკო ან ბადრიჯანი 200გრ. მწვანე ფერის ბოსტნეული 150გრ.
ვახშამი:მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი 120გრ.
მაწვნის წვნიანი 300გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის
კოვზი. მარილი ½ ჩაის კოვზი.
10 დღე
საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 200გრ.
მეორე საუზმე:ხილი (აკრძალული ხილის გარდა) 200გრ.
სადილი:მოხარშული წიწიბურა 100გრ. შემწვარი სოკო ან ბადრიჯანი 200გრ. 5ცალი ზეთისხილი ან ნუში.
ვახშამი:უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი 130გრ.
ბოსტნეული 150გრ. მაწვნის ან ბოსტნეულის წვნიანი 300გრ.
მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.
დილით, საუზმემდე 30 წუთით, ადრე მიიღეთ 1 ჭიქა (250-300მლ)
წყალი.
ხორცი ან თევზი შეწვის დროს ფქვილში ან საფანელში
არ ამოავლოთ.
ვახშამი 19.00 სთ-მდე.
არ შეიძლება:ბანანი, ყურძენი, ლეღვი, საზამთრო, ნესვი, მსხალი, თეთრი ბრინჯი, მანანის ბურღული, ლუდი, კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, რედ ბული, ტკბილი იოგურტი, ტკბილი ხაჭო, ფინიკი, თეთრი შაქარი, ქიშმიში, საფანელი, მაიონეზი, კეტჩუპი, ფრინველის კანი, ტვინი, ცხიმიანი ხორცი, ხორცის, სოკოსა და თევზის ნახარშისგან მომზადებული სოუსები. მწნილი, ძეხვი და სოსისი, კონსერვირებული პროდუქტები, ძმარი, გაზიანი მინერალური წყალი, სიმინდის ზეთი, სიმინდი, სიმინდის
ფქვილი, კარტოფილი, ჭარხალი, მოხარშული სტაფილო.
P.S. დღის განმავლობაში შეგიძლია მიირთვათ 2 ფინჯანი ყავა
(უმჯობესია რძით ან 5% ნაღებით) ან 3ფინჯანამდე ჩაი
(შავი ან მწვანე).
აუცილებელია:დაიცვათ უზმო ინტერვალი 12-14 საათი. ეს არის პერიოდი ვახშმიდან საუზმემდე. ამ პერიოდის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები, ჩაი ან ყავა. დასაშვებია მხოლოდ წყლის მიღება მოთხოვნილების მიხედვით. რაც შეეხება დღის განმავლობაში კვებებს შორის ინტერვალს: ეს ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 მაქსიმუმ 4 საათს. ისე დაგეგმეთ საკვების მიღების დრო, რომ მომდევნო 4 საათის განმავლობაში არ მოგიწიოთ დაძინება. საკვების მიღების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 15წუთი.
მაწვნის წვნიანი:
მაწონი -500გრ.
კვერცხი -1ცალი.
ხახვი -2თავი.
კარაქი -20გრ.
ყავისფერი ან ყვითელი ბრინჯი- 50გრ.
რძე -50გრ.
წყალი -500გრ.
მწვანილი- გემოვნებით.
მარილი- ½ ჩაის.კოვზი
დავკეპოთ ხახვი და მოვშუშოთ ახალ კარაქში. მაწონი წინასწარ გავწუროთ, გავხსნათ თბილ წყალში და თანდათანობით ჩავუშვათ მოშუშულ ხახვში. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. ჩავამატოთ მოხარშული ბრინჯი; ჩავასხათ თბილ რძეში გახსნილი კვერცხის გული და კიდევ მოვურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი.
მაწვნის წვნიანი (окрошка)
ინგრიდიენტები:
მაწონი-500გრ.
ანადუღარი, ცივი წყალი-200გრ.
საშუალო ზომის კიტრი- 2-3 ცალი.
მოხარშული კვერცხი-1 ცალი
საშუალო ზომის ხახვი-1 ცალი.
მწვანე ხახვი- 50გრ.
კამა-1 საშუალო კონა.
მარილი ზომიერად.
მომზადების წესი:
მაწონს შევურევთ წყალს და დავამატებთ:კუბიკებად დაჭრილ კიტრს, კვერცხს, წვრილად დაჭრილ ხახვს, კამას. მოვათავსებთ მაცივარში და 40 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ.
ბოსტნეულის წვნიანი
500 გრამი თავიანი თეთრი კომბოსტო; 50გრ ნიახური; 100 გრ. თეთრი ხახვი; 50გრ მწვანე ხახვი; 300გრ. ყვავილოვანი კომბოსტო; 300 გრ. პომიდორი; 10 გრ ნიორი; 0,1 ლ გაფცქვნილი, გახეხილი ტომატი; 30მლ. მცენარეული ზეთი; 1,5 ლ წყალი. 1 ს.კ. დანაყილი ქინძის თესლი; ½
ს.კ. დაქუცმაცებული ძირა; ½ ცალი გამხმარი წითელი მწარე წიწაკა; 2დაფნის ფოთოლი; 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი.
თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი (მწვანე ხახვთან ერთად) ოდნავ მოხრაკეთ ზეთში. ჩაყარეთ დანაყილი ქინძი, ნიორი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ ნიახური, აგრეთვე დაჭრილი თავიანი კომბოსტო, ყვავილებად დაშლილი ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი პომიდორი. დაასხით წყალი. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და დარჩენილი ინგრედიენტები. წვნიანი ხარშეთ, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება.
აი ამით
1თვეში დავიკელი 6 კილო მაგრამ ეს იყო უფრო მეტი ვიდრე დაკლებული 6 კილო მოცულობა შემიმცირდა მუცელი ხერხემალზე ამეკრო
1 ჯგუფის დადებითი სისხლი მაქვს
ყველა ჰორმონი წესრიგშI მქონდა
არ ვიცი რას დავაბრალო +ჩასახვის საწინააღმდეგო აბაბს ვსვამ და ეგ ხომ ჰორმონალურია და აწესრიგებს ჰორმონებს ასე 1 თვეში 3 კილო ისე მაგრად დამეტყო სტაიანშიკმაც კი მითხრა გუშინ შენ მაგრად გახდიო გეყოფა არა დაიკლოო
ისე ჩემი კვების რაციონში არ შედის
გაზიანი სასმელი არანაირი
შოკოლადი და ტკბულეული (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა როცა მომინდება)ჩემდა საბედნიეროდ თვეში ერთხელ მინდება ისიც შოკოლადიან კრუასანს ვჭამ ან ერმიგუტი უ რაღAც მუსი რომ არის იოგურტივით მაგას
ჩაის ყავას ვსვამ უშაქროს არ მიყვარს შაქარი
ვსვამ ბევრ წყალს 2-4 ლიტრი დღეში
პურს ვჭამ როცა მომინდება და ვჭამ ისე ნელა რომ პირველი მე ვჯდები საჭმელად და ყველაზე ბოლო ვდგები
სადღაც 40 წუთი ვუნდები 1 თეფში სალათის შეჭმას
ასევე პორციების შემცირება ,ერთხელ ჩემმა ექიმმა მითხრა რომ შენ იცი რომ კუჭს 200 გრამი საჭმელიც ყოფნისო ? ეს ტვინშI უნდა შეიგნო რომ აღარ გშია თOრემ ტვინის და ორგანიზზმის მოთხოვნა განსხვავდებაო
მოკლედ ახალიწლის მერე ქორწილი მექნება და მინდა რომ 65-63 კგ ვიყო მოკლედ 7-9 კგ დამრჩა დასაკლები
მომწონს ჩემი თავი
ისეთი კაბები მაცვია რაც აქამდე არც მომისინჯავს
მასაჟები დამეზარა და არ გავაგრძელე

ხოდა ეხლა გავაგრძელებ ცელულიტთან ბრძოლას
ისე რძეც მიყვარს და ბანანიც ხომ არ მეცადა ოღOნდ როგორც გრნტვირთვის დღე?
ისე ეს კალორიები ვიღაც ჭკვიანმა ქულებშI რომ გადაიყვანა და მინიჭებული ქონდა ქულები ადვილი იყო უფრო ,
ის ჩემი დიეტა თვეში 370 ლარი ჯდება გუდვილის ფასებით და ეხლა ცოტა კრიზისი მაქვს თორემ ვცდიდი სიამოვნებით თან 4 თვე არ მოვიმატე მიუხედავად იმისა რომ ვსვამდი ისეთ ჰორმონს რომლის წყალობით 96 კილომდე ავედი
ერთს გირჩევთ ხელი არ ჩAიქნიოთ ,თუმდაც 2 კვირა არ დაიკლოთ დიეტობის გამო ,პირიქით გიხაროდეთ რამდენადაც გაგიჭირდებათ დაკლება იმდენად გაგიჭირდებათ შემდეგშI მომატებაც
გკოცნით გამხდარ ლოყებზე