Percussions_Lp1 დღე: 500 მლ. კეფირი და 3 მოხარშული უმარილო კარტოფილი (მეორე გაკეთებაზე წიწიბურით შევცვალე);
2 დღე: 500 მლ. კეფირი და 400 გრ. 0%-იანი ხაჭო;
3 დღე: 500 მლ. კეფირი და 400 გრ. ხილი;
4 დღე: 500 მლ. კეფირი და 400 გრ. ქარმის მოხარშული ხორცი, უმარილოდ და უცხიმოდ, კანგაცლილი;
5 დღე: 500 მლ. კეფირი და 400 გრ. ხილი;
6 დღე: 500 მლ. კეფირი და 1.5 მინერალური წყალი გაზგაცლილი (ასე წერია დიეტაში, მე ჩვეულებრივი დავლიე);
7 დღე: 500 მლ. კეფირი და 400 გრ. ხილი;
მწვანე ჩაი უშაქროდ - შეუზღუდავად და მე საზამთროსაც ვჭამდი შეუზღუდავად. ზოგჯერ შავ ქლიავსაც ვაყოლებდი არა ხილის დღეებში.
ორიგინალური დიეტის მიხედვით, გვირილის, კალენდულას და ზვერაბოი-ს ნაყენიც უნდა დალიო, ჭამამდე, მაგრამ მე ვერ დავლიე, საშინელი გემო ქონდა

და 6-ის შემდეგ არ ვჭამ.
P.S. ხილიდან არ შეიძლება ბანანი და ყურძენი. მე ატამს და ვაშლატამასაც არ ვჭამდი. ყველაზე კარგია ვაშლი, ქლიავი და საზამთრო თავისთავად

თუ ტკბილი ძალიან მოგინდა, შეგიძლია 1 კოვზი თაფლი შეჭამო, ოღონდ ცხელ სასმელს არ გაურიო.
This post has been edited by Unfinished_Sympathy on 3 Aug 2013, 22:20