kravai9Utopianma1kaმოკლედ, დავიწყებ ჩემს ეპილაციის ისტორიას :დ
შარშან თებერვალ-მარტში დავიწყე
1) დიოდით - კრისტალში. გავიკეთე ღრმა ბიკინი და წვივები და 3 კვირაში მივედი ეგრეთ წოდებულ "მეორე ვიზიტზე" - თმების ალბათ 15-20% დამცვივდა, წვივებზე თითქმის არაფერი.
იღლია - ოქსფორდ მედიქალში ელოსით, "მეორე ვიზიტი" ჰქონდათ თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ცეცხლის ფასები რომ ჰქონდათ ეგ კარგად დამამახსოვრდა

ასევე ისიც რომ შეგრძნება დამრჩა თითქოს რაღაც ადგილები დამიტოვა და ლაზერით არ გადაუვლია.
2) ივნისში მივედი ნუცასთან, თან გადამყვა

იღლია, ღრმა და წვივები გავიკეთე, ტუჩიც საცდელად (ლუპითაც რომ ძლივს შესამჩნევია - ისეთი თმა მაქვს, ღინღლები) - მაგრამ რატომღაც წვივებსა და ბიკინზე თმის ალბათ 5% თუ დამცვივდა რატომღაც, იღლია უფრო შესამჩნევად. გადატარებაზე მისვლა ვერ მოვახერხე. პ.ს. ტუჩს არ უგრძვნია არაფერი - გამაფრთხილა კიდეც ნუცამ აზრი არ აქვსო.
3) სექტემბერში მივედი სოლარისში ელოს ეპილაციაზე (რატომღაც ეს აპარატი მიზიდავს) და გავიკეთე იღლია და წვივები - ამ დროისათვის იღლიაში თმა უკვე შემცირებული რაოდენობით ამოვიდა. 4 კვირაში "მეორე ვიზიტზეც" მივედი და აი ამ გადატარების შემდეგ შესანიშნავი შედეგი მქონდა.
ამ აპარატის განსაკუთრებით ის მომეწონა რომ, ფეხზეც კი უმეტესად წვრილი და თხელი თმა მაქვს, ზოგი იმდენად წვრილი რომ მზეზე ქერად ბზინავს და ამ თმებსაც მოერია

დაცვენითაც მშვენივრად დამცვივდა, ოღონდ 2 კვირის მერე დაიწყო (როგორც სალონში გამაფრთხილეს) და თვენახევარი მქონდა უთმო პერიოდი, და ამის შემდეგ 2 თვეში დაიწყო ნელ ნელა თმამ ამოსვლა, რაც მთავარია რაც ეპილაციამდე იყო ის რაოდენობა არ ამოსულა - ოღონდ წვივებზე, იღლია თითქმის იგივენაირად ამოვიდა.
ამ აპარატისგან, მე3 დღეს დამეტყო წერტილები, პიგმენტური ლაქების მსგავსი, პიგმენტაცია ამოიტანა ზემოთ ალბათო->ნუცამ ამიხსნა ასე, ეს წერტილ-ლაქები 2-3 კვირაში გამიქრა, აიქერცლა ზუსტად ის წერტილები და მომძვრა.
პირველ გაკეთებაზე არ წამისვამს და მე2 გადატარებაზე დამწვრობის კრემი წავისვი პანთენონის შემცველი და ლაქები უფრო მალე გამიქრა.
ამავე პერიოდში ღრმა ბიკინი გავიკეთე კუზანოვში - ფოტოეპილაციით, საკმაოდ იაფად იდო შემოთავაზება და სპეციალისტსაც დიდ პიარს უკეთებდნენ, ბელა ჰქვია მგონი.
მისი აპარატი იყო ძალიან პატარა და ყველაზე კარგი იმ მხრივ, რომ ჰქონდა ძალიან დიდი ცხვირი - 4 იმდენი რაც ამ ლაზერებს აქვთ, 6 დადება მეყო - ანუ ხომ წარმოიდგინეთ რამხელა "თვალი" აქვს. ამ ქალმა ამიხსნა რომ აქ რა აპარატებიც შემოაქვთ, დიდები რომ არისო, თითქმის ყველა არის ჩინური, და ამ ჩინურ ლაზერებს აქვთ დიდი რესურსი განსხვავებით ორიგინალებისგან, მაგალითად ჩინურებს აქვთ 400 000-დან 800 000-მდე იმპილსის რესურსი, აი ჩემ ორიგინალ აპარატს კი 8 000-იო, და მარტო ცხვირი 800 დოლარი ღირსო, ის ჩინურები კი ამის ნახევარი და უფრო ნაკლები. ფასდაკლებას რაც შეეხება საცდელად გავაკეთეთ რომ ხალხმა სცადოს და რომ მოეწონებათ მერე ისევ აქ მოვლენო, ფასდაკლების გარეშე მგონი 80 თუ 100 ლარი ღირდა. სხვაგვარად არ გვიღირს, რადგან აპარატი თავის თავსაც ვერ ამოირებსო, და ჩინური აპარატის მფლობელებს შეუძლიათ ორივე ფეხი 7 თეთრადაც გააკეთონო.
და გამანდო რომ ელოს ლაზერი და ალექსანდრიტი არის ეფექტური ნამდვილადო, და რა თქმა უნდა ელექტრო ყველაზე ნაღდი.
უფასო "მეორე ვიზიტი" არ ჰქონიათ და შესაბამისად არც მივსულვარ, იმის მერე ფასდაკლებაც აღარ დაუდიათ. თმების ცვენა 10 დღის თუ 2 კვირის შემდეგ დამეწყო, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულზე. ახლა 3 თვა გასული და ზედაპირულზე თმა თითქმის აღარ მაქვს

რამოდენიმე უთხელესი ღერი ამოვიდა მხოლოდ
მოკლედ, ეს არის ჩემი გამოცდილება რომ გაინტერესებდათ, კიდევ 3 ჯერ გავიკეთებ და თმა თუ კიდევ ამომივიდა ყველა ცენტრს დავუვლი და ავაფეთქებ

ჰორმონები და ა.შ. ყველაფერი ზე-წესრიგში :ხეზე3-ჯერდაკაკუნება: მაქვს და ვფიქრობ რომ უნდა გამიქრეს. მაქსიმუმ 6-8 ვიზიტიო ხომ უწერიათ
ჰო, დასკვნა: კმაყოფილი ვარ სოლარისის ელოსით და კუზანოვის ფოტოთი. ბიკინზე ჯერ ელოსი არ მიცდია და მიანტერესებს რას იზამს. თებერვლის ბოლოსკენ ვესტუმრები.
ჰო, დერმასაც დავტესტავდი სიამოვნებით, მაგრამ რაც მაგათთან ერთი ზომა ღირს იმ ფასში 2-2ჯერ ვიკეთებ ყველა ზონას

რამდენი ვიმწერლე, იმედია წაგადგებათ ჩემი პოსტი
This post has been edited by Blue October on 30 Jan 2014, 19:34
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.