ostensible999სოლარისში აქვთ ელოსის ლაზერი; მე ძალიან მომეწონა ეფექტი.
ელოსზე მაქვს წაკითხული რომ აერთიანებს ლაზერის სხივსაც და ელექტრო ეპილაციასაც, და ამიტომ ვარ ამ აპარატისადმი ასე კეთილგანწყობილი, თანაც ყველაზე დაბალი ფასები აქვთ.
ერთადერთი მინუსი და "უკუჩვენება" რაც იყო: ეპილაციის შემდეგ გამიჩნდა წვრილ-წვრილი პიგმენტური ლაქები ხალებივით, რომლებიც გადამივიდა 2-3 კვირაში, კანი ამძვრა მაგ წერტილებზე. შეიძლება დამწვრობაც იყო. მთლად ქათქათა თეთრი არ ვარ, მაგრამ თეთრი ქვია ჩემს კანს ასე თუ ისე და ალბათ მაგიტომ

ღრმა ბიკინი არ მიწევდა მაგ პერიოდში და არ ვიცი ამ ზონაზე როგორია, იღლიები და წვივები გავიკეთე. თმები გვიან ცვივა - 2 კვირის შემდეგ იწყებს დაცვენას. ფეხებზე სრულა დისედაც არ მაქვს თმა

ალაგ-ალაგ საერთოდ არ მაქვს და ალაგ-ალაგ ძალიან თხელი, უფერო და ბუსუებივით - და ეგ თმები დაინახა მაგ ლაზერმა, სპეციალურად ვაკვირდებოდი მაგ ადგილებს და ჭკუაზე არ ვიყავი რომ დამცვივდა - აი რატომ მომეწონა.
თუ მაღირსეს ხელფასი და მივაღწიე, ვაპირებ ხელებიც გავიკეთო, ბუსუსები მაქვს და ჯერ არაფრით შევბრძოლებივარ.
და ძალიან მაინტერესებს რა ეფექტი ექნება ბიკინზე, ღრმას რასაც ეძახიან, მაგა დგილზე ყველა ლაზერის სპეციალისტი ამბობს ძნელია თმების დაცვენაო და ვნახოთ.
Misplacedტემპერატურას რაც შეეხება, შეხედე აპარატს და მანიშნებელი ისარი სადაცაა გაჩერებული მიხვდები

ანას 8 ციფრიანი აპარატი აქვს, პირველად სადაც ვიყავი იმას 6იანი ჰქონდა როგორც მახსოვს, და ერთ წარბს 1 საათი მიკეთებდა, როცა ანა 40 წუთში ორივეს ალაგებს

ერთი ეგ არის რომ ამდენი ჩხვლეტა აღარ, მინდა, მეშინია ცოტა მერე არ დამაჩნდეს

5ჯერ დავიხვრიტე უკვე და ერთი 4 კიდევ დამჭირდება

ეპილაციის შემდეგ არ მეტყობა არაფერი, ალაპლაპებულ კრემს თუ არ ჩავთვლით. 2-3ჯერ დამემართა, ალბათ ბევრი პუდრი მივიყარე ან კრემი მომივიდა ზედმეტი - ისე მქონდა წარბ-თვალი დასიებული, ჩინელივით ვხედავდი გარემოს
Scoorpგოგოებო, შეგვიგროვეთ ეპილაციის ფული და შთაბეჭდილებების უფასოდ გაზიარება ჩვენზე იყოს
LOTUSiრა გავრისკე?

წარბი რომ გავიმეტე? :დ