მოკლედ, ცალ-ცალკე ნიკებად მონიშვნის ნერვი არ მაქვს ეხლა და დავწერ ზოგადად :დ
სოლარისის ელოს ლაზერი კარგია წვრილი თმებისა და ბუსუსებისთვის (საკუთარი გამოცდილება). აქვე დავაყოლებ რომ 2 კვირა წვრილი წერტილები მეტყობოდა, ყავისფერი, ხალებივით, რომლებიც 2-3 კვირაში ამექერცლა და გადამძვრა.
ელექტროს რაც შეეხება, ადრე სადაც ვიყავი სახის კანის ამბავზე, პირველად ხომ მანდ გავიკეთე წარბების ელექტრო, საათნახევარი მოუნდა ორივე წარბს, ხელი უკანკალებდა თან

მერე აღმოვაჩინე ანა, მაგრამ 1-ზე მაღალ ტემპერატურაზე არ მიკეთებდა, შესაბამისად, 5 ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე ისევ პირველ სპეციალისტს დავბრუნებოდი :დ რადგან 4-5ზე გამიეკეთა და ის თმები აღარ ამომსვლია:
მინუსები: პირველად ვინც გამიკეთა, მგონი ელისო ერქვა, ვაბშე არ ჰქონდა ხედვა, ვუთხარი კონტურებთან ახლოს უჩემოდ არ ამოიღო-თქო, მაგრამ მაინც წაუცდა 4 ღერზე ხელი და ველოდე ამ ღერებს გავიდა 3 თვე და არ მომსვლია
მეორედ სხვა სპეციალისტთან მივედი, იგივე კლინიკაში, ნუნუკა ჰქვია, 1 საათში ჩაეტია, სწრაფი არც ეს არის, მაგრამ დაკვირვებით მიკეთებდა და 6-7 ავიტანე;
1-სა და 6-7ს შორის ტკივილის დიდი სხვაობა ვერ ვიგრძენი, ან შეიძლება გავმაზოხისტი ამ 3 თვეში

პლიუსები: იმ ტემპერატურაზე აკეთებს როგორც ეტყვი, უბრალოდ სახის მიდამოებს 7-ზე მაღლა არ ურჩევენ არავის! უკვირდება რომ თმები მკვდარი ამოიღოს და არ მოგლეჯილი.
რამოდენიმე დღე გავიდა უვკე და 1 კვირაში ვნახავ აბა როგორ ამომივა და დავწერ შედეგს.
რაც შეეხება ანას, ძალიან სწრაფია, ძალიან კარგი ხელი აქვს, მაგრამ 1-ზე მაღლა რომ არ მიკეთებს, არ მინდა კიდევ 5ჯერ დავიხვრიტო წარბი, თვალის მიდამოა ბოლოსდაბოლოს, ანასთან ბოლოს მივალ და ფორმებს გავასწორებინებ, მართლაც კარგი ხედვა აქვს

მედიპრაივს 1 კვრაში ან 10 დღეში დავტესტავ.
ხელებზე მაქვს ძალიან წვრილი ღერები და ამათ აუცილებლად სოლარისის ელოსს მივანდობ

ბიკინს ალბათ მედიპრაივში და
იღლიასა და წვივებზე ვფიქრობ ელექტრო გავიეკთო თუ არა :/
ანასთან თუ არ მივედი ელექტროზე გავიყიდები, ანასთან რომ გავიეკთო 1ზე მაღლა თუ არ გამიკეთა აზრი არ აქვს მაშინ
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.