თბილისი მოლიიიი არა იხვი, გუშინწინ ვიყავი მაგრამ როგორც შევედი ისე გამოვედი ოღონდ ნერვებ აშლილი, არ ვიცი მე ვარ უგემოვნო და არაფერი მომეწონა თუ მართლა ყველაფერი ნაგავი აქვთ შემოყრილი, თან საშინელი უხარისხო.
მე მაქვს ზარას მაისური ნაყიდი 2 წლის წინ ევროპაში და ზუსტად ისეთი იყო ეხლა აქ ოღონდ ხარისხით ჩემი 2 წლის ნახმარი მაისური ეხლაც ჯობია, ფასებზე ხო ლაპარაკი ზედმეტიაა 2 წლის უკან სეილებზე 20 $ ად ნაყიდი კედები მოლში 100 ლარი ღირდა თან კონსულტანდი მიმტკიცებდა რომ იყო ახალი მოდელი (ხარისხი საშინელი)
ავედი მეორე სართულზე მაღაზიაში და ჩართული აქვთ თურქული თუ თათრული სიმღერები და იმას უსმენენ და ასმენინებენ მაღაზიაში შესულ ხალხს და იქვე მაღაზიის თათარი თუ თურქი მეპატრონე ტელეფონზე საქმეს არჩევდა ტავარი როდის ჩამოდიოდა თურქეთიდან ერთი წავიბურდღუნე და გამოვედი...
აქ ტანსაცმელში ამხელა ფასების ყრას წავა ჭკვიანი ადამიანი და თურქეთში 200$ ყელში ამოუვა 4 სეზონის ტანსაცმელს იყიდის ისე იაფებია იქ ყველაფერი, რაღა აქ გადაიხადოს შარვალში 199 ლარი როცა იქ ზუსტად იგივე მოდელს და ხარისხს 20 ლარად იყიდის კაცი...
მარკებს კიდე თუ დააკვირდებით ნახავთ რომ იქაც არაა ყველაფერი მთლად წესრიგში 3 სახეობის ზარა შემხვდა ზოგს ზარატაკ და ზარაკუცები აწერია ეგეთი საქონელი ვაგზალზეცაა ზარატაკ-კუცები რომ აწერიათ მარკებზე და ამტკიცებენ ზარააო

ტყუილად გადავყარე ტაქსების და კაფის ფულები +ნერვები ავიშალე
მოვედი სახლსში მივუჯექი კომპს და ისევ საიტებიდან ვიშოპინგე ჩემთვის წყნარად.