ახლა მადევს ხახვისა და ნიორის ფაფა

ადრე ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებდი, მერე მარლით გაჭირვებით ვწურავდი და ვწვალობდი, დღეს სადღაც წავიკითხე დააბლენდერეთო და გამინათდა გონება
3 მოზრდილი ხახვი და 1 თავი ნიორი, ცოტა კანი ამიწვა, ალბათ ნიორის ბრალია, ხახვს არასდროს აუწვავს.
ფაფა შევიზილე ძირებში კარგად, დანარჩენი რაც მომრჩა - და ძალიან ბევრი მომრჩა

ავიღე ეს ჩემი თმები და ჩავალბე ჯამში
თითქმის მთლიანად შეიწოვა თმამ.
მას შემდეგ რაც წავიკითხე რომ ხახვი იგივე ნივთიერებებს შეიცავს რასაც თმა, და თმის ზრდისთვის გადასარევიია - გადავირიე მეც ხახვზე (inlove)
სულ 3ჯერ მესვა და ძალიან კმაყოფილი ვრჩები, თმა ბზინავს და ჯანსაღად გამოიყურება.
დღევანდელი ხახვ-ნიორის ფაფის შედეგს ხვალ დაგიწერთ.
* * *
პ.ს. თმები შევიჭერი :/
ნერვული შემოტევის დასაცხრობად ://
ფენს საერთოდ არ ვაკარებ, უთო და ა.შ. მითუმეტეს, ათას რაღაცას ვითხიპნი და ბოლოები მაინც გამომშრალ-გაყოფილი; ჰოდა მოვიჭერი, მოვიძირკვე და გადავტივარ უუინტესიურეს მოვლაზე

ხახვი სწრაფად ზრდის და იმედი მაქვს
This post has been edited by Blue October on 9 Dec 2013, 21:31
მიმაგრებული სურათი
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.