umbr_ellaრატომ გახდა ცხენის შამპუნი “პოპულარული”…
02 December 2011 | თმის მოვლა
ჯანსაღი, ლამაზი და ბზინვარე თმა არის ყველა ადამიანის ოცნება.
მრავალი ადამიანი ამ მიზნით იძენს ცხენის შამპუნს. მათ სჯერათ, რომ მისი გამოყენება აძლიერებს თმის ზრდას.
ცხენის შამპუნით გატაცების ტალღამ ბოლო პერიოდში დაიპყრო როგორც მეგაპოლისები, ისე პატარა ქალაქები. მსურველებს, რომელთაც სურთ, რაც შეიძლება სწრაფად გაიუმჯობესონ თმის მდგომარეობა, ყიდულობენ ცხენის შამპუნს დიდი ფლაკონებით და იწყებენ “თვითმკურნალობას“.
ამ ფაქტს პოპულარიზაცია გაუკეთა ჯესიკა პარკერმა. ერთ–ერთ ფოტოზე მას უკავია შამპუნის ფლაკონი, რომელზეც ცხენია გამოსახული. სწორედ ამან შეიყვანა ხალხი შეცდომაში. ბევრმა ვერ გაიგო, რომ მსახიობი მოიხმარს ადამიანის შამპუნს, რომლის შემადგენლობაშიც არის ცხენის კერატინი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ცხოველის შამპუნთან.
ცხენის შამპუნის გამოყენებამდე უმჯობესია, გაითვალისწინოთ ტრიქოლოგის რეკომენდაციები.
ადამიანის თავის კანის Ph (5,5–6,7) სუსტად მჟავეა ან ნეიტრალური. მისი მერყეობის მიზეზი შეიძლება იყოს თავის კანის ჰიდრობალანსის დარღვევა, კანის ცხიმის გამოყოფის მომატება ან სიმშრალე, რომელიც ვლინდება ქერტლით.
რაც შეეხება ცხენს, მისი კანი ცხიმიანია, Ph არის 6,7- 6,8. მისი ფაფარი არის გაცილებით უხეში, ვიდრე ადამიანის თმა და საჭიროებს უფრო უხეშ წმენდას, ამიტომ ცხენის შამპუნი შეიცავს დიდი ოდენობით ტუტეებს. ადამიანის მიერ მისმა გამოყენებამ თუნდაც 1:10 განზავებით შესაძლოა გამოიწვიოს დერმატიტი, ქერტლი და ქავილი.
ცხენის შამპუნი შეიცავს 80%–მდე იაფასიან ტექნოლოგიურ დანამატებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია და სხვა გვერდითი ეფექტები.
ცხენის შამპუნის შემადგენლობაში არის მაგნიუმის სულფატის ლაურილი, ქოქოსის მჟავა – დიეთანოლამიდი, კერატინის ჰიდროლიზატი, ლანოლინი, კონდიციონერი და სილიკონი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ცხენის შამპუნი შეიცავს კუპრს (ანტიპარაზიტული ეფექტისათვის), რომელსაც იყენებენ ადამიანები ცხიმოვანი სებორეით. ცხენის შამპუნში შემავალი კუპრის რაოდენობა ბევრად აღემატება ადამიანისათვის დასაშვებ ნორმას. გამოკვლებით ასევე დადგინდა, რომ კუპრის ხანგრძლივად მოხმარებას აქვს კარცენოგენული მოქმედება.
შამპუნში შემავალი კერატინი და სილიკონი ილექება თმაზე. სწორედ ეს ინგრედიენტები მატებს თმას ბზინვარებას, სისქეს, სიგლუვეს. მაგრამ მუდმივად სილიკონის ფენა თმაზე საზიანოა.
რით შეიძლება შეიცვალოს ცხენის შამპუნი?
მისი შეცვლა შეიძლება შამპუნით, რომელიც შეიცავს ცხენის კერატინს, წყალმცენარეების ექსტრაქტს, ზეითუნის ზეთს, მზესუმზირას ზეთს, რომელიც თმას აძლევს სიჯანსაღეს, ბზინვარებას და იცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან.
* * *
ცოტა დავიბენი ეს რომ წავიკითხეეე რავიცი

და mkurnali.ge აქაც იგივე წერია
* * *
magicdoctor.ge კარგი საიტია ბევრი რაღაც- რუღაცეებია რაც მოგეწონებათ ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს
* * *
თმის ლამინირება,დაგრძელება, გადანერგვა და ბევრი რაღაცეებია