გოგოებო, როგორ ხართ?

ესეც ჩემი ერთ-ერთო საყვარელი ლექსი :
ოთარ ჭილაძე
მე შენი სუნთქვა თუ არ ჩამესმის,
ხვალინდელი დღე ფიქრში მიკვდება...
ახალი დილის ეშხით, ლაზათით,
სხვა სასთუმალი დაიტვირთება.
მე შენი თმები თუ არ მეხება,
ღამე ეული დარდით ფითრდება,
სადა ხარ, ვისთან, რატომ და რისთვის...
ათასი ეჭვი გულში ზვირთდება...
მარტოობისკენ ბილიკებს ვტკეპნი,
დაგეძებ, მდომი შენი ალერსის,
აბა რად მინდა, რომ გერქვას ჩემი-
მე შენი სუნთქვა თუ არ ჩამესმის...