პარიჟანიგაწელვებისგან ამტკივდა

ჯერ მარჯვენა ბარძაყი მტკიოდა, თითქოს რაღაც ჩაწყდაო მასეთი ტკივილით, რომელიც ერთკვირიანი შესვენების მერე გადაიარა თავისით, და ახლა მარცხენამ დაიწყო : /
ჩემი სპორტი ფარიკაობაა. ზოგადად მოფარიკავე ნახევრადმჯდომარე პოზიციაშია და ისე გადაადგილდება, ამიტომ მთელი დატვირთვა მოდის ბარძაყის კუნთებზე. მე კიდე ვერ ვძლებ 5 წუთზე მეტს. მეწვის და ეგრევე ეშვება კუნთი.
თავს ვიმტვრებ იმაზე ფიქრით, როგორ ავამუშო ფეხი ისე, რომ მაქსიმალურად გავძლო. თან ვითვალისწინებ, რომ ბარძაყის კუნთები არ მაქვს ისე განვითარებული, როგორც წვივის.
თითქმის

ოღონდ არ მითხრათ სპორტს თავი დაანებეო, ვერ გადავიტან : (