გამარჯობა, ხალხო!

მოკლედ, ცხვირის ოპერაციას ვიკეთებ და დავიბენი საშინლად.
1. ჯანაშიამ 5900 ლარი დაგიჯდებაო, იმიტომ რომ პლასტიკას+ძგიდე+ნიჟარებიო.
2. ალექსანდრე კუზანოვს ძგიდეზე საერთოდ არაფერი უთქვამს. 3000 პლასტიკაო/
ძგიდე აშკარად გამრუდებულია, ძალიან არა მაგრამ მე ვამჩნევ. ალექსანდრემ რატომ არფერი მითხრა არ ვიცი. ვერ შეამჩნია თუ ელოდება რო გადავწყვიტო ოპერაცია და მერე დაწვრილმანდება? მოკლედ ვერაფერი გავიგე.
ჯანაშია მინდა ძალიან, მაგრამ ფასი აქვს კატასტროფული. არც სადაზღვეოებთან თანამშროლობს. არც განვადება აქვს. რ
ამიტომ რა ვქნა აღარ ვიცი.
მირჩიეთ, რამე/ გავიჭედო ცოტა ფინანსურად და მაინც მივიდე ჯანაშიასთან???
კუზანოვი უყურადღებო მომეჩვენა.
ოდიშვილს დავურეკე და მთვრალი იყო მგონი. თამნ ჩემმა ახლობელმაც ორჯერ მივედი კონსულტაციაზე და მთვრალი იყოო. ცხვირი კი კარგი გაუკეთა მაგრამ მე ეგრე ვერ გავრისკავ.
ჯაფარიძის კლინიკის ექიმების არცერთის გაგონება არ მინდა, ჩემი და გააწამეს. ორჯერ დასჭირდა ოპერაცია.
კალანტაროვის ცხვირები კიდევ რაც ვნახე სუ;ლ ტრამპლკინებია და მე ეგეთ ცხვირს ვერ მოვიხდენ.
მოკლედ, "ვიდზე" ალექსანდრეს და ჯანაშიას ცხვირები მომეწონა ყველაზე მეტად. ცუდებიც ვნახე მაგათი, მაგრამ პროცენტულად ყველაზე კარგი შედეგი მე რომ მომწონს ისეთი ცხვირების მაგათაქვთ.
ჰოოოდა, რა ვქნა, მირჩიეთ რამე. გავგიჟდე ლამის!