მოგესალმებით მეგობრებო, მაქვს რამოდენიმე კითხვა და თუ არ დაიზარებთ იქნებ მიპასუხოთ.
მოკლედ გადაწყვეტილი მაქვს ხელის მოხატვა. მთლიანად არა, Half-Sleeve-ს რომ ეძახიან დაახლოებით ეგრე

სამწუხაროდ ხელზე მაქვს თმა, იდეაში დაგეგმილი მაქვს ლაზერით მოშორება თმის, რამოდენიმე პროცედურა უნდა და მნიშვნელოვნად შეამცირებს თმის ამოსვლასო. ახლა მაინტერესებს ტატუ გაკეთებულზე ეგ რამე პრობლემას ხომ არ ქმნის? კანს ხომ არ გააღიზიანებს?
ასევე მაინტერესებს ვარჯიშის შემთხვევაში თუ მოხდა ხელის კუნთის ცოტათი გადიდება, რამე პრობლემას ხომ არ შეუქმნის ტატუს ხარისხს?
ზოგადად რა უკუჩვენებები შეიძლება მოყვეს ტატუს გაკეთებას? (ჯანმრთელობის მხრივ) რისგან უნდა დავიცვა თავი, რა უნდა გავითვალისწინო?
მადლობა წინასწარ.