ტატუირება (ფრანგ. tatouer, ინგლ. tatoo; პირველწყარო — პოლინეზ.) — სხეულზე გამოსახულებების გამოყვანა კანქვეშ ნემსით, საღებავის შეყვანის
საშუალებით. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხში ქვის ხანიდან, რასაც მოწმობს აღმოჩენილი რქის, ძვლის და ქვის სპეციალური იარაღები.
ტატუირების ჩვეულება განვითარდა სხეულის შეღებვის წესიდან და მასთან ერთად არსებობდა. პირველყოფილ ხალხებში ტატუირება შეიცავს რელიგიურ
და მითოლოგიური წარმოდგენების ანარეკლს, განსაზღვრავს პიროვნების სოციალურ სტატუსს თავის სოციალურ ჯგუფში, ასევე დაკავშირებულია
ტოტემისტურ წარმოდგენებთან, ფართოდ იყენებენ ინიციაციის ცერემონიის დროს. მისი მრავალფეროვანი სახეობა (ფერადი ტატუირება, სხვადასხვა
ფიგურის გამოყვანა სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე, სახსრების დასახიჩრება, კბილების ჩამტვრევა და ა. შ.) დიდი პატივით სარგებლობდა დედამიწის
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩამორჩენილ ხალხებს შორის,
განსაკუთრებულ მაღალ ესთეტურ დონეს მიაღწია ამ ჩვეულებამ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მაღალკულტურის ხალხებში. მაგ. იაპონიაში ტატუირების
ხელოვნება თითქმის გაუსწორდა იაპონურ ფერწერას. შედარებით გვიან რომსა და შუა საუკუნეების ევროპაში ტატუირებას იყენებენ სამხედრო ტყვეებისა
და სხვადასხვა სახის დამნაშავისათვის ნიშნის დასადებად. ტატუირების მოსაცილებლად იყენებენ ქირურგიულ მეთოდს და ლაზერის სხვივს.
ზოგი კულტურის გადმონაშთი მიუთითებს, რომ ტატუირება შესაძლოა საქართველოშიც იყო გავრცელებული, მაგრამ აქ ამ წესს რაიმე
განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუღია.

***
ტატუს კულტურა და მისი ისტორიაhttps://tbilisipost.ge/news/tatus-kultura-d...si-istoria/1474ტატუს ისტორია 6000 წლის წინ დაიწყო და მის მიერ განვლილი გზა იმ ადამიანებივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ
ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება – ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი
მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ,
სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს.
ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას,
სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა
ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.
მოგვიანებით ტატუ ევროპაში გახდა მოდური, როდესაც ტაიტში მოგზაურობის შემდგომ კაპიტანმა კუკმა ევროპელებს ახალი გასართობი და თავშესაქცევი
გაუჩინა. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის კადრებით
ევროპელები განცვიფრებაში მოიყვანა. ამის შემდეგ მათ მონდომებით დაიწყეს სხვადასხვა სიმბოლით სხეულის მოხატვა.
ასევე არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ტატუირება ევროპელებმა ავსტრალიელებისგან ისწავლეს.
ტატუმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელების
შემოღებულია. ტატუს მომხმარებლები თავიდანვე დიდ დატვირთვას და თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხეულზე დახატულ ფიგურებს.
მაგალითად, ინდიელები სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა. ჩინეთში კი კანონდამრღვევებს
შუბლზე სამ ხაზს ახატავდნენ, რათა ყველას გაეგო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ.
დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში.
უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი
ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას.
ტატუს მიმართ ასევე კეთილგანწყობილნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. რა სახის ტატუებზე აკეთებენ ისინი არჩევანს? ზოგი სხვადასხვა ცხოველისა
თუ მწერის გამოსახულებას ირჩევს, ცნობილი ციტატების წარწერას იკეთებს, ზოგიც ახლობელ ადამიანთა სახელებს ან ყოველი მომდევნო ქმრის ინიციალებს
აქცევს სხეულის თანამგზავრად; ხშირად ქორწინების ან სხვა მნიშვნელოვან თარიღს იწერენ. ასევე მრავლად იყენებენ ვარსკვლავის, მთვარის, ანგელოზის,
ყვავილის, ამულეტის, დელფინის, მულტფილმის გმირების, იეროგლიფების, გრაფიკული გამოსახულებების, აცტეკური და კელტური ტომებისათვის დამახასიათებელი სიმბოლოების ფორმებს.
სვირინგის გაკეთებას თავისებური რისკ-ფაქტორები გააჩნია სამედიცინო თვალსაზრისით. ვინაიდან ტატუირების პროცესი კანზე ზემოქმედებას და მის
ზედაპირზე ფერების დატანებას უკავშირდება, ჯანმრთელობა ერთგვარი რისკის ქვეშ დგება, რადგან წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და ალერგიული
რეაქციის საშიშროება. ტატუირებისას გამოყენებული ზოგიერთი კონკრეტული ფერის მიმართ სამედიცინო ჩანაწერებში მოიპოვება მასალები
ორგანიზმის ალერგიული ფონის შეძენის ან გაზრდის შესახებ.
თანამედროვე სალონებში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, იყენებენ ერთჯერად ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ. წინააღმდეგ შემთხევაში, რისკი რეალური და სახიფათოა – ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი
და აივ იფექცია.
მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით ტატუირება აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ამიტომ ტატუს
გაკეთებას ცოდვად მიიჩნევენ. სხეულის მოსვირიგებას კრძალავს იუდაიზმიც. რაც შეეხება ქრისტიანობას, არაერთი მოძღვარი თავის მრევლს ურჩევს,
რომ უმჯობესია, ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი დატოვონ.
ტატუს მიმდინარეობები
განასხვავებენ ტატუს მიმდინარეობებს, მათ შორის:
ტრიბალი – ოკეანის სტილია და შესაბამისად, ამ სტილის ნახატებს ოკეანის ნაპირზე მცხოვრებნი იკეთებდნენ. მეკობრეებისა და მეზღვაურებისვის
ეს ერთგვარი თილისმა და წარმატების სიმბოლო იყო.
ჩელტის სტილში ძირითადად კელტური ფიგურები ჭარბობს. მოგვიანებით, ინგლისშიც ფართოდ გავრცელდა.
ბიომექანიკური – ამ სტილის მიმდევრები სხეულზე ძვალს, ხერხემალს, მალებსა და გარღვეულ კანს იხატავენ, რაც მათთვის განსკუთრებულობასთან
და ცხოვრების სხვანაირ ხედვასთან ასოცირდება.
ორიენტალი – უფრო კლასიკური სტილისაა და აღმოსავლურ ურჩხულს, თევზებს, წყლის სიმბოლოს, ყვავილებს, იეროგლიფებს, ვეფხვებს, ბუდისტურ
სიმბოლოებს გულისხმობს. მის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, ლაოსი, ბირმა, ვიეტნამი, ბუტანი, ბრუნეი, ნეპალი, ინდოეთი და ფილიპინები ითვლება.
ეს ის ქვეყნებია, სადაც ტატუს გასაკეთებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები.
რეალიზმი – თანამედროვე სტილია. მისი თაყვანისმცემლები სხეულზე ადამიანების პორტრეტებს, ცხოველთა გამოსახულებებს, გველებს იხატავენ.
მათი რწმენით, განსაცდელის დროს ტატუს სული ეხმარებათ.
ტრადიცია – ამ სტილის მოყვარულებს გულების, სახელების, ხმლების, ყვავილების, იარაღის, ბანქოზე გამოსახული ნახატების გამოსახვა იზიდავთ.
ასევე ნახევრად კომიკურ პერსონაჟებს იხატავენ. რაც, ერთი მხრივ, მათ აზარტულობას უსვამს ხაზს და იმავდროულად გაუმართლებელ სიყვარულსა
და გატეხილ გულთან ასოცირდება.
ფანტაზია – არარეალური არსებების, ჯადოქრობის, ამფიბიების, ბოროტი სულების, ჩონჩხების, ღამურების უპირატესობას აღიარებს. ასეთი ნახატების
გაკეთების მსურველი ადამიანები საზოგადოების მიმართ აგრესიულები არიან. ამ მიმდინარეობის სამშობლო ეგვიპტეა.
ქართველი ახალგაზრდები, ძირითადად ჩინურ და იაპონურ თემატიკას მისდევენ. ქართველ მომხმარებლებისთვის ტატუს გაკეთების მიზანი ერთგვარი
მოდის აყოლაა.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.