ზოგადად წარწერა როცა გინდა ეგ ასოების რაოდენობით ითვლება ამიტო ფასები გაწელილად ნუ გეჩვენებათ. 3-5 ლარამდე ღირს ერთი ასო.
შენ ერთი წერტილიც რო დაიხატო ტატუიროვშიკი მაგის გამო იგივე რაოდენობისას ხარჯავს ყველაფერს რასაც 20 სანტიმეტრიანი ტატუს გაკეთებისას.
ნემსი იქნება ეს თუ სხვა რამე, იმიტო რო დღეს ყველაფერი ერთჯერადია მაგ სფეროში.
ისე კი საქართველოში ბევრი კარგი ტატუს მხატვარია, მაგრამ ვინც პოპულარულია იმათ ზედმეტად გაწელილი ფასები აქვთ.
მაგიტომაც არაა საქართველოში პოპულარული ტატუ. ვისაც აქვს მარტო კურკლი წარწერები ან კონტურები რაღაც.
როგორც ასეთი მასიური ტატუ ძაან ცოტას აქვს. ისიც იმათ ვისაც ახლობელმა ტატუიროვშიკმა დაახატა "იაფად"

დაახლოებით 7 წელია მგონი ორივე ხელზე full sleeve მინდა მარა აქ რო დაიხატო მინიმუმ 6-7კ მიჯდება მაგარი პატივისცემით

მაშინ როცა მოსკოვში მომუშავე ტატუიროვშიკებს როცა გავუგზავნე მონახაზი ფორუმზე 2კ მომთხოვეს მაქსიმუმ.
რა ვიცი რა ვიცი.. აშკარად უნდა გადახედონ თავიანთ ფასებს ჩემი აზრით.
არ შეიძლება ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი 600-700 ლარია (მგონი ასეა) 10 სმ_იანი ტატუ 800 ლარი ღირდეს.
ვიცი რო დეტალების და სირთულის მიხედვით ფასდება და კიდე 1000 რამით, მარა როცა ტატუიროვშიკი თავის ოფიციალურ გვერდზე დებს ტატუს
და წერს რო 4 საათში დახატა და 800 ლარად აშკარად რო ძალიან ძვირია
This post has been edited by Wrest on 25 Jan 2015, 15:01