იტოკში წონის მომატებაზე ბევრი წერს, მეც ვკითხულობდი კაი ხანი (წლები) ვიდრე შედეგიან მეთოდს არ მივაგენი

სხვები არაშედეგიანი იყო იმიტომ რომ იყო ზედემტად რთული შესასრულებელი, მაგ. ყოველ დღე უნდა გეჭამა 9 კვერცი ნახევარი კილო თაფლი, უნდა გეზილა რაღაცეები, გეთქვიფა ხილი, მკაცრად დაგეცვა და ტრალი ვალი... ეგეთი რეჟიმით ცხოვრება რო არ გამოდის ყველამ ვიცით, ტაკ შტო...
ესეც ლინკი
http://www.youtube.com/watch?v=S9dfU99VvuQაქვე დავწერ მოკლედ რასაც ლაპრაკობს და მე როგორც მოვირგე
მოკლედ დღეში უნდა ჭამოთ მინიმუმ 4 ჯერ, ეცადეთ ჭამოთ 4 საათში ერთხელ (ანუ მაგ 9ზე, 13 სთ ზე, 17სთ ზე და 21 სთ ზე და იმაზე მეტი ვიდრე ჩვეულებრივ ჭამთ ხოლმე ერთ ჭამაზე, არ აქვს მნიშვნელობა ბევრს ჭამ ისედაც თუ არა, რამდენსაც ჭამთ იმაზე მეტი ჭამეთ, რაც გაგიხარდებათ, რაც გესიამოვნებათ, ხორცი, ყველი, ლობიო, მაკარონი, ბაყაყი, კატა რაც გინდათ ის და აუცილებლად მიაყოლეთ დესერტი... + ამ 4 საათებს შორის ანუ ჭამიდან 2 საათის შემდეგ რამე შეჭამეთ, მაგ ბანანი, შოკოლადი, არაჟანი, იოგურტი ანუ ე.წ სასუსნავი...
მეორე ყველაზე მთავარი მომენტი იძინეთ მინიმუმ 8 საათი დღეში.
ეს ყველაფერი უნდა აკეთოთ ვარჯიშთან ერთად თორე გახდებით კასრივით (ჯობია თქვენით მოიძიოთ დამწყებების ვარჯიში და რომელიც თვალში მოგივათ ის აკეთოთ) ეცადეთ რო ვარჯიშამდე ჭამოთ ნახშირწყლები - გრეჩიხა, კარტოფილი და ა.შ და ვარჯიშის შემდეგ ხაჭო და ხორცი...
ამ ყველაფრის გაკეთების შემთხვევაში მოიმატებთ წონითაც და კუნთითაც, იმის იმდეით ნუ იქნებით რო ყველა კგ კუნთში წავა, მაგრამ რაც მთავარია სწორ გზაზე იდგებით და ნელ-ნელა მაგრამ შესამჩნევად აუცილებლად მიიღებთ შედეგს.
პ.ს არანაირ პროფესორობას არ ვიჩემებ, ეს არი ჩემი სუბიექტური მიდგომა, ჩემივე მოძიებულ ინფორმაციებზე, რომელმაც მე პირადად შესამჩნევი და სასურველი შედეგი მომცა, 3 თვეში მოვვიმატე 9კგ ისე რო ღიპი არ დამდებია, ეხლა უფრო რთულად ვიმატებ, მაგრამ სწრაფად მომატებას ესე ჯანსაღად და ეტაპობრივატ მატება მირჩევნია სასურველ წონამდე... მოკლედ ვინმეს თუ გამოადგება მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ მე რო ვეძებდი ვერ ვნახულობდი მსგავს ინფორმაციას. ჰო სიგარეტიც გადავაგდე 3 თვის წინ და თქვენც მოგიწევთ თუ ეწევით, მარა ეგ როგორ გავაკეთე უჟე სლიშკამ რო დავწერო