მოკლედ, გაიზ; ჩამომივიდა დარსონვალი (ინფრა-რედ ნათებიანი, არგონითაა თუ არა, ეს არვიცი, რადგან თვითონ სელერს არაფერი ს,ენოდა ამ ნივთიერებების შესახებ, ხოლო დერმატოლოგმა მითხრა 30 დოლარში მანდ არგონს ვინ ჩაგიდებსო )
აქამდე იმიტომ არ ვწერდი რომ ვტესტავდი და მაინტერესებდა რა შედეგს მომიტანდა. უკვე 5ჯერ გამოვიყენე.
ძალიან მომწონს
წარბებზე ვიკეთებ ელექტროს და საღამოს სახლში რომ მოვედი იმ დღესვე გადავიტარე, ჯერ დამწვრობის კრემი წავისვი (სინტომიცინი) და კრემი "შევიშრე" დარსონვალით. გამონაყარს რაც შეეხება 1-2 გამოყენებაში რა თქმა უნდა არ აქრობს, მაგრამ აშკარად კლავს ანთებით პროცესს, ფორებსაც ავიწროებს და თანაც, თურმე კანს ასტიმულირებს და აახალგაზრდავებს, თვალის ირგვლივ თუ მოიტარებთ ახლადწარმოქმნილ ნაოჭებს ებრძვის და გაჩენასაც ხელს უშლის.
ამ ჩემს დარსონვალს სიმძლავრე მითითებული არ ჰქონდა, მეორე სელერისას ჰქონდა ასარჩევად 110 V და 220 V, რომელიც დამპირდა და გადაიკარგა.
არც აწერია არსად რამე.
ინსტრუქციაში ასეა:
http://

სიმძლავრეს ამით ვარეგულირებ:
http://

გამოიყურება ასე:
http://

მოყვა 4 პირი:
http://

პირების დახასიათება პირადი გამოცდილებით

1. სავარცხელი: ბოლომდე ვუწევ მაგრამ კანზე წიწკვნას მაინც ვერ ვგრძნობ, ვფიქრობ, რახან სიმძლავრე ამდენ ტოტში ნაწილდება ალბათ ვეღარ ქაჩავს :/
2. კოვზი: გუუდ :დ
3. ამის ზუსტი სახელი არვიცი, მგონი ძნელად მისადგომი ადგილებისთვის იყენებენ; ყველაზე მეტად ეს მომწონს, სახეს რომ მოვრჩები თავზეც ამას ვიტარებ მერე.

4. ეს მგონი გამონაყარის მოსაშთობია, რამოდენიმე წამი უნდა გაიჩერო. გადატარების დროს წიწკვნას ვერც ამ პირით ვგრძნობ, დიდხანს თუ დაიდებ - რა თქმა უნდა კი.
ჰო, და ბოლოს როგორ ანათებს, სამწუხაროდ ჩემი ჩემზე ბებერი აპარატი მეტს ვერ ქაჩავს (სრულ სიბნელეშია გადაღებული scene მოუდით.

აქ უფრო ალისფერი ჩანს, სინამდვილეში ნარინჯისფერი უფროა.
ჰო კიდევ, კანიდან 2 მილიმეტრის დაშორებით აქვს მაგარი რეაქცია ვიდრე პირდაპირ დადებულს, შუშხუნებს უშვებს : ))))))))))))))))))) არვიცი ზუსტად როგორ გამოიყენება, კანზე უნდა დაიდო პირდაპირ თუ ასე, ჩემი ახალი აღმოჩენილი გზით - 2 მილიმეტრის მოშორებითი კონტაქტით, წიწკვნა უფრო იგრძნობა ისე

მოკლედ, დასკვნა: კმაყოფილი ვარ, მთელ სხეულზეც ვიტარებ, ხელის მტევნებზეც (ხომ იცით, ხელები ყველაზე ადრე ბერდება და არც ბოტოქსი და არაფერი შველის) ამ სიცივეში 10 წუთიანი პროცედურა რა თქმა უნდა მეზარება და მეოთხედ დროს ვუთმობ, მაგრამ მაინც

ერთმა გოგომ მითხრა წავიკითხე ქალური ამბებისთვის საზიანოა ძაან ეგ დარსონვალიო, ვერ ჩავუჯექი ამ ინფოს რომ მომეძია და თუ ვინმემ რაიმე ზუსტი იცით - გაგვანდეთ.
თვეში 10-15-ზე მეტი პროცედურა არ შეიძლება !
სახეზე ძალიან კმაყოფილი ვარ, წარბებიც უცებ მოარჩინა, ფორებს მართლაც ავიწროებს, რაც მთავარია დეზინფექციას აკეთებს.
მოკლედ, დავაკვირდი ცხვირს (სხვაგან ფორებ-წერტილების პრობლემა არ მაქვს) ჰოდა დღეს მთელი დღე გარეთ ვეგდე, ახლა ჩავიხედე სარკეში და ფორებს არ აქვთ ფერი შეცვლილი, ანუ შავი წერტილები არ მქონდა, მაგრამ დღის განმავლობაში ფერს იცვლიდა, ოდნავ მუქდებოდა.
და კიიდევ ერთი რამე

მოკლედ, ჩემი ოქტომბრის სასწორული მელანქოლიკობიდან და ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, რაღაცეებს ძალიან განვიცდიდი და რამოდენიმე თვეში შევნიშნე რომ მუდმივი დარღვრემილობა სახეზე ამესახა (25ის 1 თვის წინ გავხდი), პლუს ამას გავხდი და ლოყების ქვედა მიდამოე აი რაღაცნაირად არ მომწონდა, ჩამოშვებული არ იყო, მაგრამ გავდა; ნუ არვიცი ფსიქოლოგიურია თუ რა, მე3 გამოყენებაზე უცებ სარკეში ჩემი თავი სხვანაირად დავინახე : ) კარგად : ))
კანს რომ ასტიმულირებს, ეგ ფაქტია, მაგრამ არვიცი ასე 2-3 გამოყენებაში მოახდინა სასწაული თუ მე მეჩვენებოდა იმ დროს რაიმე, მაგრამ ფაქტია...
ჰოდა, გირჩევთ რა, სელერმა დამიკლო (გადამზიდით ჩამომაქვს) და 24 დოლარად მომცა, ესეც ლინკი, წონით დაახლოებით 800 გრამამდეა
http://www.aliexpress.com/item/New-High-Fr...2014047980.htmlცოტა კი დამღალა ამ სელერმა თავისი აემ ვერი ბიზი ნაუ დეარ ფრენდ
ვთხოვე იისფერიც მინდა და თუ მიშვი შენგან ვიყიდი-თქო და ვერ გიპოვეო :/
აი ეს კი იმ მეორე სელერის ლინკი, რომელსაც იისფერ ნათებიანი დარსონვალი აქვს, მის ორდერს აქვს არჩევაში 110 V და 220 V, და 3 კვირაა არ გამოჩენილა
http://www.aliexpress.com/item/Portable-Da...2030622819.htmlალიზე მეტს არავის აქვს, არ იწვალოთ ტყუილად

ჰო, კიდევ მე რომ დისერტაცია დავიცავი და არ დავიზარე, თუ ვინმემ იცით, ძალიან გთხოვთ ნუ დაგეზარებათ და დარსონვალის ეს პირი რა ჯანდაბას აკეთებს რომ მითხრათ ( აზარტ-მუღამში შესული მე:დ )
http://www.aliexpress.com/item/Wholesale-H...1323003976.htmlჰო, კიდევ ცალკე პირები რომ გამოვიწერო, თითოს 10-15 $ აქვს ფასი :/
მოკლედ, ეს ჩემი გულმხურვალე გამოცდილება, წარმატებებს, სულ ახალგაზრდა და ლამაზ კანს გისურვებთ
_nite_ This post has been edited by Blue October on 22 Nov 2014, 01:58
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.