სამჯერ ვიყავი . გიბარებენ 6 კვირის ინტერვალებით. ინტერნეტში ვნახე და მაგ აპარატზე ზუსტად ეგ ინტერვალია რეკომენდებული ტანზე (სახეზე და კისერზე 8 კვირა).
არა, მაგ ზონებზე არ ვყოფილვარ სხვაგან და არც რამე ტიპის ეპილაცია მიცდია მანამდე.
* * *
ma1kamagi_ketochkaაი რაღაც მტვერსასრიტი რომ გადაიტარო ტანზე და თან ცოტათი გჩხვლეტდეს, ეგეთი გრძნობაა (კანს ისრუტავს, რომ უფრო ღრმად ჩააღწიოს ლაზერის სხივებმა). იღლიაზე და ფეხებზე თითქმის არ მტკივა, ბიკინი საშუალოდ მტკივა, მაგრამ ასატანად.
აპარატი არის დიოდური, Lumenis Lightsheer Duet ქვია. ერთ-ერთი უახლესი აპარატია როგორც ინტერნეტში ვნახე და ხალხიც ძაან კმაყოფილი იყო. ზუსტად არ ვიცი სხვა აპარატებს რამდენად და რითი ჯობია, მაგრამ მე მგონია, რომ უფრო შედეგიანია. სიმძლავრესაც მგონი მაღალს მიყენებენ ხოლმე, როგორც შევხედე

პროცედურა საკმაოდ სწრაფია, იღლია+ფეხები მთლიანად+ზედაპირული
ბიკინი სადღაც 30 წუთი მჭირდება.
და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუალედები დაიცვა ზუსტად, პირველი 3 პროცედურა მაინც.