მოგესალმებით ყველას..
მოკლედ ეპილაციის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება მაქვს..
5-6 წლის წინ დავიწყე კეთება. პირველი ხელფასი რომ ავიღე, მას მერე სულ ამას ვახარჯავდი.. საკმაოდ ძვირიც მიჯდებოდა

ნუ თავიდან, როგორც ყველა, ვიპარსავდი, მარა თხელი კანი მაქვს და მიღიზიანდებოდა, თან მუქი თმა მქონდა და მეორე დღეს უკვე წერტილებად მეტყობოდა.. ანუ დიდად პარსვას აზრი არ ქონდა..
გადავედი ეპილატორზე, თავიდან შედეგით ვბედნიერობდი, მარა მალევე თმამ ჩაბრუნება დაიწყო და მთელი ფეხები ლაქებში მქონდა

ამიტომ ეპილაციის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა..
თავიდან ფოტო მისინჯე და ეფექტი არ მომცა საერთოდ..
მერე ლაზერით ყველა ზონა გამიკეთებია სახის გარდა.. მედიშიც, შაინშიც, ესთეთიკცენტრშიც, დანარჩენი არ მახსოვს.. "იმ" ზონაში კანი საერთოდ დამიწვეს და ლაქები დამრჩა

(სწორედ მაშინ მოვსინჯე პირველად ელ.ეპილაცია გარე ბიკინზე, მარა ნანემსრები დამიტოვა და ძალიან მტკივნეულად მიკეთებდა

და მაგაზეც გული ამიცრუვდა)
რომ ვთქვა რომ ლაზერმა გამიქრო, არა, მარა კარგი შედეგი მქონდა მუქ თმაზე, წვივებზე და იღლიაში თმა უფრო დაარბილა და გამოხშირა..
მარა სადაც ღია თმა მქონდა, მუხლს ზემოთ, დიდად არაფერი უქნია, პირიქით, გააუხეშა და მითხრეს, რომ მასეც უნდა იყოსო, ჯერ გაამუქებსო და მერე მარტივად მოერევა მაგასაცო о.О (რა თანხებზეა მერე საუბარი?! ჯერ გამუქების პროცედურები და მერე გაქრობის ბარძაყებზე) თუ არადა ღია ფერს კარგად ელექტრო აქრობსო..
დრო გავიდა და გავრისკე ზედა ტუჩზე მისვლა ერთ ელ.ეპილაციის სპეციალისტთან.. არ მომეწონა.. წავედი სხვასთან.. და ამ ბოლომ გამიმართლა.. ტუჩის მერე ბაკებიც გავაკეთებინე, ყელზე ცოტა, მკერდის და მუცლის შუა ხაზი, მთლიანი ბიკინიც!!! ნუ კი, ვიმაზოხისტე, მარა შედეგით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი..
(ხომ, გაუტკივარებას ნემსით მიკეთებდა.. ისე რა გამაძლებინებდა

)
ნემსი მართლაც ძვირი გამოდის, მარა საბოლოო შედეგი უფრო მალე დგება ჩემი გამოცდილებით..
მერე ერთ ნაცნობს გამოვართვი ელ.ეპილაციის აპარატი (რომელსაც არ მკითხოთ საიდან აღმოაცნდა

) და მოუყევი წვივების კეთებას ჩემით.. (ისე საკმაოდ ზვირი დამიჯდებოდა და მერჩივნა ჩემით მეწვალა).. ხოდა რავიც, წვივებზე თითქმის 90% გამიქრა..
ბოლო პერიოდში შევეშვი ყველაფერს და რაც დამრჩა იმაზე ვიკეთებ "waxing"-ს.. მაგაშიც დავხელოვნდი და ნამდვილად აღარ ვიწვალებ თავს სხვა მეთოდით.. სწრაფია და 1 თვე მყოფნის.. ტკივილის შეგრძნებაც ფაქტობრივად აღარ მაქ და ასე ^_^
მინდა აღვნიშნო, რომ ნაეპილაციები და დანემსარი თმა აღარ ბრუნდება ეპილატორით.. იღლიაში რაც მომრჩა, იმასაც თვეში ერთხელ ჩამოუვლი ხოლმე და წამებში მზადაა ^_^
* * *
P.S. რაც შეეხება ჩემს ელ.ეპილაციის მასტერს, გუშინ დავარეგისტრირე და შეგიძლიათ თავად მიმართოთ..
irmushka1010სახლში აქვს მოწყობილი კოსმეტიკური კაბინეტი და საკმაოდ იაფად აკეთებს.. ასევე თავადაც დადის პაციენტებთან ბინაზეც..
ძალიან კარგად აკეთებს გაუტკივარების ნემსს და რბილი ხელი აქვს.. 1-2 ნემსის ჩხვლეტას მოვითმენდი და მერე არაფერს ვგრძნობდი საერთოდ ^_^
ხო რა ვიცი, სხვა რითი შევაქო

მე დავისვენე და..
This post has been edited by NaT_Ali on 23 Jul 2014, 02:34