მაინც რა პატარა ასაკი მექნება სამ წელში და უკვე ფიტნეს მოდელი. მე მეზარება და მიჩუქნია ეს სიზარმაცე ჩემთვის.
snowwhiteიდეაფიქსად აიღე ჯანმრთელი ცხოვრების წესი,კვებითი ქცევა,ფიზიკური დატვირთვა,დღის რეჟიმი.
ემოციურ ფონს და თვითშეფასებას სასწაული ძალა აქვს,როგორც ამშენებელი,ისე დამქცევი.
მოძებნე წიგნები ჯანსაღი ცხოვრების წესზე,პრინციპებზე.
გიყვარდეს შენი სხეული ზუსტად ისეთი,როგორიც გაქვს და სწორედ ამ სიყვარულის გამო გაიუმჯობესე და გამოასწორე ის,რაც გგონია რომ ცუდია.
სწორად მიუდექი და ისიამოვნე პროცესით.
პრაქტიკულად რავი,მილიონი დეტალია.....
1-2 ვიტყვი,მარილი შეზღუდე,გაზიანი,ცომეული,გლუკოზის შემცველი ტკბილი,საკონდიტრო ნაწარმი,ნახევარფაბრიკატები,შემწვარი,ცხიმიანები დამარხე სადმე.
ხილი,ბოსტნეული,თხილეული,რძის და ხორცის ნაწარმი,კვერცხი,ბევრი მწვანილი,ნიორი,ხახვი,თაფლი ცოტა,მარცვლეული - ამათგან მოამზადე უმი ან მოხარშული სალათები,ფაფები,სუპები,სასუსნაო:50გრ. თხილი + 1 კოვზი თაფლი.
იმოძრავე,რამე ჰობიზე გადაერთე,თავი შეისწავლე,იცინე და იყავი.
თავიდან ადვილიდატვირთვა მოიფიქრე,ლახტი,სირბილი,ადგილზე ხტომა...ცეკვა. ნუ რომ დაიღალო ისე. შემდეგ ნახე უამრავი პროგრამაა.
ამ რეჟიმის მერე გაამკაცრე წესები და ნელ-ნელა დაიკლებ.
აგერ შენ Vicky Pattinson
https://www.google.ge/search?q=vicky+pattis...0&bih=742&dpr=1 და აი შენ დიდი დედიკოები
https://www.google.ge/search?q=plus+size+be...m=isch&imgdii=_და მთავარი არის განწყობა!
პ.ს. მე მომატებული ოთხი კილოს გამო ვიკლავდი თავს 15 წლის ასაკში.არ დამცალდა,შოკოლადებშა და ბნელ ოთახს შევაფარე თავი,ასკეტურად. ხოდა კიიიდევ მომიმატია +3 მერე ავდექი და ვუტირე დედა! 14 დღეში სარკეში ისევ ვიცანი ჩემი თავი.
რა მძიმე და თან სასიამოვნო მოგონებაა.
ესეც ვიკი,განსაჯე. ))
This post has been edited by GENTLE GIRL on 2 Jul 2014, 17:48
მიმაგრებული სურათი