ესეიგი დავიწყე უკვე ვარჯიში ჯერ დამწყები ვარ და რას იტყვით ეს კომბინაცია ვარჯიშის ნორმალურია?? ვცდილობ წონაც დავაგდო 15 კილო მაქვს ზედმეტი...
1) საღამოს ან დილას სირბილი _ კვირაში 3 დღე 25 წუთი + პრესის ვარჯიშები 15 წუთი ( ესეც ამ სამ დღეში)
2) ჯილიან მაიკლის 35 წუთიანი კაარდო ვარჯიშები + 10 წუთი სქუათები - ესენიც 3 დღე კვირაში
3) 1 დღე დასვენება
აბა რას ფიქრობთ ეს არის ჩემი კვირის პროგრამა ჯერჯერობით , ანუ დღე გამოშვებით 1) და 2) ვარიანტები და მეშვიდე დღეს დასვენება
იმედია გასაგებად დავწერე

დასაწყისისთვის კმარა ეს ვარჯიშები?