კი, თან ძალიან დიდ შეცდომას უშვებ..
სირბილის დროს დაახლოებით 15 წუთის შემდეგ შენს ორგანიზმში უმეტესად ღვიძლში და კუნთებში არსებული გლიკოგენის მარაგი სრულიად იწურება.. რის შემდეგაც იწყება ცხიმის წვა.. ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია ამ გლიკოგენის მარაგის შევსება უამრავი მიზეზის გამო, უპირველესად კი იმიტო რო სისხლში არეგულირებს გლუკოზის დონეს. სხვა მხრივ კი
გლიკოგენის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება და მისი ფუნქციის დარღვევა..და ა.შ.
მოკლედ აუცილებლად უნდა ჭამო ვარჯიშის შემდეგ! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მარტივი ენით გითხრა შენ ვარჯიშისას იხარჯები მთლიად.. ხარჯავ მთელს ენერგიას..
ამას აღდგენა ხო უნდა.. ელემეტარულია ის რო ორგანიზმს გამართულად მუშაობისთვის ენერგია ჭირდება.. შენ კი მთლიანად ხარჯავ ენერგიის რესურსს და შემდეგ შიმშილის გამო
მის კომპენასციას საერთოდ არ ახდენ.. შედეგად ორგანიზმი გამოიფიტება და დასუსსტდება..
ძალიან მნიშვნელობანია კვება ვარჯიშის შემდეგ.. ვარჯიშის დამთავრებისთანავე მიიღე მარტივი ნახშირწყლები, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი (გლუკოზა, ფრუქტოზა)
როგორც უკვე გითხარი შეგიძლია ჭამო შოკოლადი, იოგურტი, ბანანი...
ვარჯიშიდან 45-60 წთ ორგანიზმში "გახსნილია" ნახშირწყლოვან-ცილოვანი ფანჯარა..
რასაც შეჭამ ყველაფერი (100 %_ით) მოხმარდება შენს ორგანიზმს იმისთვის, რომ აღიდგინოს ენერგია და შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება..
სწრაფი ნახშირწყლებს მაქსიმალურად უნდა მოერიდო დღის განამვლობაში, ღამე.. ვარჯიშის მერე კი აუცილებელია! (რა თქმა უნდა ზომიერად

)
სახლში როცა მიხვალ ცილოვანი საკვები ჭამე.. მოხარშული ქათმის ფილე ბოსტნეულთან ერთად, ან თევზის ფილე..
დაწოლისას ცოტა ხაჭო მაქსიმალურად დაბალი ცხიმის შემცველობით.. 0%_იანიც არის, 1.25% და ა.შ. (100 გრამი მაინც რო ჭამო კარგი იქნება, რადგან ხაჭო არის კაზეინის ტიპის ცილა, რომელიც ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში იწოვება (დაახლოებით 7-8 საათი) და ფაქტიურად მთელი ღამე შენს კუნთებს ამარაგებს ცილით)
შიმშილობით მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებთ ორგანიზმს.. არ არის ეგ ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი..
ეგრე დაკლებულ წონას აინაზღაურებ 2-3 კვირაში და მერე გული დაგწყდება ამდენი "შრომა" წყალში ჩამეყარაო..
This post has been edited by Wrest on 27 Jul 2014, 22:23