ძილის დროს ორგანიზმი გადადის ასე რო ვთქვათ აღდგენის და დასვენების პროცესში.. ეს პროცესი კი ძირითადად მიმდინარეობს გარკვეული ჰორმონების გამოყოფის
ხარჯზე.. უმეტესწილად ზრდის ჰორმონის (სომატოტროფინის) ხარჯზე. ამ ჰორმონისგამოყოფა ღამე, ძილის დროს მაქსიმალურად ხდება. ეს ზემოთ ხსენებული ჰორმონი
ამავე დროს აძლიერებს ცილების სინთეზს და ანელებს მათი დაშლის პროცესს. ასევე აფერხებს კანქვეშა ცხიმის დაგროვების პროცესს და მონაწილეობს მის წვის პროცესში.
ახლა კი ის რაც შენ გაინტერესებდა..
საქმე იმაშია რო ამ ჰორმონის გამოყოფა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სისხლში შაქრის დონე დაბალია. თუ ადამიანმა ძილის წინ ჭამა სისხლში შაქრის კონცენტრაცია იზრდება და
იწყება ინსულინის (ჩვენი პირველი მტერი

) გამოყოფა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ორ ძირითად ფუქციას ასრულებს: დაბლა წევს სისხლში შაქრის დონეს, ანაწილებს მას სხეულის სხვადასხვა ქსოვილებში მოკლევადიანი მოხმარებისათვის და ინახავს მას როგორც მარაგს ცხიმის სახით.. და მეორე ის რო
ის არ აძლევს საშუალებას ცხიმის მარაგებს ისევ გლუკოზად ანუ ენერგიის წყაროდ გარდაიქმნან.. ცხიმის სახით რჩება ორგანიზმში სამუდამოდ თუარ დაწვი

ეს ორი რეაქცია კი საბოლოო ჯამში აფერხებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას და ცხიმის წვაც არ ხდება, როგორც მიხვდი.
ეს მთლიანი პროცესი პირველყოფილი ადამიანებიდან მოყოლებული მოგვზდევს ჯერ კიდე.. როცა ხშირი შიმშილობის გამო მათმა ორგანიზმმა გამოიმუშა ეს ფუნქცია.. რო ინახავდა ცხიმს და შიმშილობის დროს ენერგიის წყაროდ იყენებდა.. ინსულინის გამოყოფაც მაშინ დაიწყო ადამიანის ორგანიზმმა ევოლუციის შედეად, რო ეს მარაგი "დაეცვა" მაქსიმალურად ხანგრძლივად..
ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ეს პროცესი იწვევს ორგანიზმის გადაღლას, ცუდ ძილს, წონის მატებას და ა.შ.
თუ დააკვირდებით თქვენც ნახავთ რო როცა სავსე კუჭით დაიძინებ დილით სამსახურში ან უნივერსიტეტში წასასვლელად,
რო ადგები ბევრად უფრო ენერგია გამოცლილი იქნები ვიდრე ცარიელი კუჭით დაძინებისას..
ეს არის ის მნიშვნელოვანი რაც საჭიროა რო ზოგადად ადამიანმა იცოდეს ღამე ჭამის შესახებ.. ამის გარდა იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, სეკრეციის ჯირკვლების
ფუნქციონირების მოშლას და ათას უბედურებას..
YOUR-სEX-GIRLFRIENDეგ პრობლემა მეც მაწიხებდა რამდენიმე თვის წინ..
მერე გამიარა და ამ 2 დღის წინ ქუჩაში რო მივდიოდი სუ ტკაცა-ტკუცით დავდიოდი..

როგორც გავიკითხე, წავიკითხე და ა.შ. სახსრებს ჭირდება "სმასკაო"

თევზის ქონის კურსი ჩაიტარე და გეშველებაო მითხრეს მარა ვერ მოვაბი თავი.
Gi_OrKiმეც ახლო მხედველი ვარ და ლაზერული ოპერაციაც ერთ დროს გავიკეთე..
მარა რაც ვვარჯიშობ არაფერი პრობლემა არ შემქმნია..
ერთადერთი ყოველთვის ვერიდებოდი უკუღმა დახრილ ჟიმს რო წნევის პონტში მარა ამ ბოლო დროს ეგეც დავიწყე..
მოკლედ დაიკიდე.. თუ თავი აგტკივდება ხოლმე მაშინ შეეშვი მარა არამგონია ეგეთი რამე მოგივიდეს თU რასაც ამბობ მარტო ეგაა პრობლემა..
პირადად მე ჯერ არ შევუწუხებივარ არანაირად..
This post has been edited by Wrest on 3 Dec 2014, 22:23