ჰანტელებით რასაც აკეთებს ბოთაობს რაღაცეებს.. იატაკზე არ კეთდება ეგ ვარჯიშები, იმიტო რო იდაყვი მაქსიმალურად ქვემოთ უნდა ჩავიდეს რო მკერდი გადაიშალოს.
ეგ რატო აკეთებსეგრე ვერ მივხვდი. დანარჩენებიც ეგრე.. თავს უკან რო გადააქვს ჰანტელი ეგ სკამზე მხრებით უნდა დაეყრდნო (pull over ქვია) და ასევე აქაც მუღამი ის არის
რო მკერდი იშლება უკან მაქსიმალურად ხელების გადაწევისას და საბოლოო ჯამში დიდ გაშლილ/მასიურ მკერდს იღებ.
დანარჩენები შეგიძლია აკეთო.
აზიდვებს დამწყებები ზოგადად მუხლებზე დაყრდნობით აკეთებენ, ეგრე უფრო მარტივია. ასე ვთქვათ პირველი ლეველი.
ისე კი ფორმაში და ტონუსში ყოფნა თუ გინდა სახლის პირობებში ე.წ. HIIT Cardio_ს გირჩევ მე, თუ ძალიან გამხდარი არ ხარ და ცოტა წონის პრობლემა მაინც გაქვს.
თუნდაც 6-7 კგ.
მაგალითად ეს. საწყის ეტაპზე გეყოფა 1-2 თვე. (გული მწყობრში უნდა გქონდეს აუცილებლად, თუ რამე გაწუხებს არ დაიწყო ამის კეთება)
პ.ს. ძნელია ესე რჩევების მიცემა როცა ადამიანის პარამეტრები არ იცი.
თუ გამხდარი ხარ და ცოტა მომატება გინდა, მაშინ სულ სხვა რამე გამოგადგება.
მოკლედ ჯობია პარამეტრები დაწერო შენი (სიმაღლე, წონა, ასაკი) და უფრო კომპეტენტურები ვიქნებით