MrAlexსპორტის განყოფილებაში ბოდიბილდინგის თემაში მიწერია პირველ გვერდზე პროგრამა და დაიწყე იმითი.
ზოგადად გადახედე მაგ გვერდს მთლიანდ.
ისე კი როცა პროგრამა იწყობა დიდი კუნთს (ზურგი, მკერდი, ფეხები) და პატარა კუნთს (მხარი, ტრიცებსი, ბიცებსი) აწყვილებენ ხოლმე, იმიტო რო ერთ დღეს 2 დიდ კუნთს ორგანიზმი
ისე ვერ ქაჩავს როგორც საჭიროა. რომლითაც დაიწყებ ვარჯიშს ის ყოველთვის გაასწრებს და მეორე ჩამოგრჩება.
ვარჯიშები კიდე ისე ლაგდება რო კუნთი ჯერ გაიბეროს (ე.წ. ფამფი) და მერე გაიშალოს.. ბიცებსის მაგალითზე შწტანგით ამოწევა იქნება სიტყვაზე ჯერ და ბოლოსკენ მერე ჩაქუჩები..
მკერდზე ჟიმი და ბოლოსკენ გადაშლები და ა.შ.
xecu_xecu_xecuდაანებე თავი ამ სუპერსეტებს, დროფსეტებს და ა.შ. თავი..
ეგენი არ არის განკუთვნილი იმ დონის "კაჩოკებისთვის" როგორებიც ჩვენ ვართ.
ეგეთები ჭირდება10- 15+ წელი რო აქვს ადამიანს კაჩაობის სტაჟი და პროგრესი აღარ აქვს რაღაც ეტაპზე მერე..
მანამდე დროის კარგვაა..
ჩვენს დონეზე მთავარია კონცენტრირდე სწორ ტექნიკაზე მაქსიმალურად.
არც წონების ზრდაა აუცილებელი ყოველ მეორე ვარჯიშზე..
დარბაზში რასაც ვუყურებ 99% არასწორი ტექნიკით ვარჯიშობს.. ლიჟბი წონა შეყარონ შტანგებზე მეტი არაფერი აინტერესებთ

ჟიმია და 10 გამეორებას 5 წამში აკეთებენ მგონი, სქუათია და 10 სანტიმეტრით ჩადიან ქვემოთ, ბიცებსია და ინერციით აკაჩავებენ და ა.შ. და ა.შ.
რამეს ეტყვი, შეუსწორებ სუფთა ადამიანურად და ისეთი სახით გამოგხედავენ ან გიპასუხებენ გეგონება ბოდიბილდინგის დამაარსებელს შეუსწორე რამე

აგერ 2-3 დღის წინ ტიპი მოვიდა და სქუათს აკეთებს 160-170 კილოთი.. არადა სქუათის გარდა ყველაფერი იყო რასაც ეგ აკეთებდა..
მეთქი მოდი ჩემთან ერთად იკაჩავე თქო და რასაც მე გავაკეთებ ის გააკეთე თქო, იგივე წონით თქო.
კაიო..
სქუათზეც, ლეგ პრესზეც და ვაფშე ყველა ვარჯიშზე რა წონითაც კაჩაობდა ხოლმე იმ დღეს 60-70 კიილოთი ნაკლებით იკაჩავა..
დღეს მხვდება და ეს რა მიქენი, ეხლაც ძლივს დავდივარო

მოკლედ ტექნიკაზე კონცენტრირდი პირველ რიგში და ნახავ შედეგი რა მალე წამოვა