როგორ ხართ?
დღეს არის ნახევარი წლის იუბილე, რაც მე სისტემატური ვარჯიში დავიწყე. ასეთი რამ 15 წლის შემდეგ არ ყოფილა. წელიწადში 4-5-ჯერ თითო თვიანი ვარჯიშის გამონათებები მარტო მქონდა.
ჩემი ძალიან თვითკრიტიკული და სუბიექტური თვალითაც კი ვამჩნევ, რომ სპორტული თვალსაზრისით ცუდ ფორმაში არ ვარ.
მაგრამ მგონი ზედმეტად კრიტიკული ვარ და იმაზე კარგია, ვიდრე მე ვფიქრობ.
ხალხს კი მანამდეც კარგ ფორმაში ვეგონე, მაგრამ ტანსაცელში მარტო მხედავდნენ
ცუდი ისაა, რომ ცოტა რეჟიმი ავირიე, ძილი და საჭირო რაოდენობის საკვები დავიკელი, დიდად თავი არ მომიკლავს პროგრესირებადი პროგრამის ძებნით და რომ მომეძებნა, ახლა ბევრად მუსკულა ვიქნებოდი. ნუ ეს არც მინდა.
წინა თვე ცურვა + ჯილიანის პროგრამა ერთი თვე
ახლა ერთი თვეა ცეკვა + ჯილიანის პროგრამა. ფლამენკოს ვსწავლობ და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით , ეს დამატებითი დატვირთვაა. გარდა ამისა, "ტორს-ქილერი" ცეკვაა და ტორსზე ესეც მიდის.
ახლა ჯილიანის პროგრამა უნდა შევცვალო და ცურვაზე შევბრუნდე. ცურვა, ცეკვა, რამე პროგრამა. + ძილის ძველი რეჟიმი და კარგი კვება მინდა და მაქვს გეგმაში.
* * *
პ.ს. აუ ხალხნო, მოდით ახალი თემა გავხსნათ რა, ახალი ფოტოებით ოღონდ, ეს წყვილი მაგრად მეხამუშება რომ ვუყურებ,თქვენც ხო?
ოღონდ იაფფასიანი რეკლამა-ფოტოთი არა.
თემის ავტორო სად ხარ?
* * *
პ.პ.ს. უი ბევრი ფოტო ყოფილა. მე პირველი ფოტო ვიგულისხმე.
This post has been edited by ESTRELLA on 7 Nov 2015, 11:38