happy dreamer91პრესების კეთების დროს არ იწვება ცხიმი + ოფლის გამოსვლა არ ნიშნავს, რომ ცხიმი იწვება.
ოფლიანობის შედეგად დაკლებული წონა 100% წყლის ხარჯზეა, რომელიც ანაზღაურდება წყლის დალევისთანავე.
ცხიმის დასაწველად საჭიროა კარდიო ვარჯიში (სირბილი, ცურვა, ველოსიპედი, თხილამურები და სხვა)
ამ ვარჯიშების დროს შენი გული უნდა მუშაობდეს რიტმის მაქსიმაური ზღვრის 85%_ზე დაახლოებით.
(ეს ნიშნავს თუ ცხიმის წვა გინდა ბევრად მეტი უნდა გააკეთო ვიდრე ველოსიპედზე დაჯდომა და ფბ_ზე სქროლვააა

)
ოფლიანობა არაფერ შუაშია ცხიმის წვასთან.
ოფლი არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია გადახურებისგან დასაცავად და გასაგრილებლად.
ამიტომაა აუცილებელი ვარჯიშის დროს ბევრი სითხის მიღება.
პ.ს. რაც შეეხება ცელოფანს. ამერიკაში კარგახანია სპორტის ფედერაციამ აკრძალა მაგის გამოყენება, რამდენიმე შემთხვევის შემდეგ, როცა სტუდენტები დაიხოცნენ.
სპორტსმენები იყენებენ ხოლმე მარტო ექსტრემალურ სიტუაციებში.. როცა შეჯიბრის წინ აწონვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი.
This post has been edited by Wrest on 19 Nov 2015, 13:05