xecu_xecu_xecuკარგია, აქ დავწერ. ბოდიბილდინგში ვაპირებდი გადმოსვლას.
ე.ი. რა ხდება ჩემს თავს.
თითქმის ერთი თვეა ვარ ავად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში ვარ სულ, რადგან განსაკუთრებული მიდგომები ესაჭიროება გამოჯანმრთელებას.
ძირითადად უნდა ვიწვე და ფიზიკური დატვირთვა მსუბუქი და მხოლოდ კარდიო.
დღიური კალორაჟი აქამდე 3000 კკალ. ერთი კვირა სადღაც და ახლა 2000კკალზე დამიყვანა ექიმმა. მაგრამ კვების რაციონი ძალიან ჰგავს გამოშრობისას საჭირო რაციონს. მარილი პირველ რიგში ამეკრძალა, აუცილებელია მასაჟი და ფეხების 90 გრადუსით დასვენება.
მე მომივიდა რა,მთელი 20 დღე ვივარჯიშე მძიმედ, დავდიოდი სიარულის პროგრამით 1 სთ-მდე და მასაჟის და ფეხების დასვენებისთვის ვერ ვიცლიდი, რამაც მეტი სითხე დამიგროვა.
20 დღის შემდეგ ექიმთან ვიზიტისას აღმოვაჩინე რომ ტანსაცმელში მჭიდროდ ვარ.
არადა, სინამდვილეში გამხდარს ვგავდი, სანამ ჯინსები ჩავიცვი, რადგან უფრო გამომშრალი ვიზუალი მიიღო ტანმა.
მაგრამ ტანსაცმელში ისე ვარ როგორც შვარცნეგერის მდედრობითი მოდელი. ძალიან მკვრივად ვარ, მჭიდროდ და მოტკეცილად.
ამას ემატება ედემაც, ედემა ქსოვილებში სითხის შეკავებაა, რაც ბერავს, ზდრის მოცულობაში და ამძიმებს. გაბერილ კუნთებს+ წყლისგან გაზრდილი მოცულობა.
ხოდა, მეშველება რამე? მინდა რომ ისევ გამხდარი და წვრილი ვიყო.
ეს შეკავებული სითხე გამოვა ნელ-ნელა მკურნალობით. მაგრამ იქჯებ არის რამე მიდგომა ან წესები ვარჯიშისას რომ დაჩქარდეს პროცესი?
მაგრამ მე ამ მომენტში დანიშნული მაქვს მინიმუმ 2000 კკალ-იანი დიეტა. და სიარულის პროგრამით სწრაფ ტემპში სიარული სადღაც 120 წთ-მდე. გარდა ამისა, ნელ-ნელა შეიძლია ფეხზეც ვიდგე ხოლმე და უმოძრაოდ არ ვარ.
ამ პირობებში კუნთები არ დამიცხრება? ან შევძლებ წონის შენარჩუნებას მაინც თუ დაკლებას არა?
არადა საკუთრივ ცხიმი მგონი მომატრებული არც მაქვს.
ძააან დავიღალე ცალკე ამ ავადმყოფობისგან, ცალკე საკუთარი თავის მოვლისგან, პაციენტიც მე ვარ და მომვლელიც.
ახლა კიდევ ეს დაბერვა დაემატა.
თუმცა ეს კვირა, რაც 2000კკალზე დავედი და მძიმედ აღარ ვვარჯიშობ, უკეთესობას ვამჩნევ.
გული მიწუხს. წელიც გაქრა და მის ადგილზე ფეხები გაჩნდა. ანუ წელის ხაზი ავიდა და ახლა იქ თეძოებია. ასე მგონია დაბალფეხება გვაჯი ლათნოსი ვარ კაცური ზედა ტანით.
არ მინდა რომ ვიყო მასიური. მინდა რომ ვიყო ძველებურად წვრილი და მსუბუქი.
სასოწარკვეთილი ვარ.
არადა სხვები ვერაფერს ამჩნევენ რომ ვეკითხები. მე ხომ ვამჩნევ...
არეულად დავწერე, მაგრამ კი მიხვდები ძირითადად რა მაინტერესებს.