ყველა ეგრეა თავიდან, შენც, მეც, სხვაც...
უნივერსიტეტამდე მე მაგალითად ფიზიკურად მშვენიერ ფორმაში ვიყავი, სკოლის პერიოდში ფეხბურთზეც დავდიოდი და ა.შ. უნიში, მესამე კურსიდან მანქანა მყავდა და პარტ ტაიმზე ვმუშაობდი. მეოთხედან უკვე ფულ ტაიმზე. IT Pro ვარ და ძირითადად მჯდომარე სამუშაო მიწევს, რამაც მომისპო კარგი ფორმა

+ შუადღისას არასწორი კვება.
კვების საკითხი ორი წელია, შეიძლება ცოტა მეტიც, მოვაგვარე, მაგრამ სირბილი რომ დავიწყე, ძალიან გამიჭირდა მეც (არადა, სკოლის ასაკში სტამინაც კარგი მქონდა და "რივოკიც" გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო). განსაკუთრებით წელის და ე.წ. ქორის კუნთები ვერ იყო ფორმაში. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა და პროგრესიც საკმაო.
იგივე იქნება შენს შემთხვევაშიც.
უბრალოდ, რადგან არ დარბიხარ და თან ფიქრობ, რომ სტამინა ცოტა გაქვს, აუცილებლად ჯერ სიარულით დაიწყე, მერე სწრაფ სიარულზე გადადი და მერე სირბილზე მხოლოდ.
მიუჩვეველ კუნთებს თუ არ გაუფრთხილდი, სირბილისას ტრავმის აკიდების შანსი დიდია.
+ სარბენად კარგი ბოტასები აუცილებლად, კარგი პედინგით.
+ არ დააძალო ძალიან ორგანიზმს და მანძილები, ინტენსივობა და დატვირთვა ნელ-ნელა გაზარზე. სიტყვაზე როცა მიაღწევ იმ ლეველს რომ მაგალითად 5 კმ-ს დარბიხარ და ძალიან არ იღლები, კომფორტულად ხარ, გაზარზე მანძილი, ან დაამატე შედარებით სწრაფი ინტერვალები, აღმართი და ა.შ.
+ სირბილამდე აუცილებლად გაახურე კუნთები, თორემ ასევე ტრავმის აკიდების შანსია დიდი.
+ გააკეთე ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სირბილში დაგეხმარება და გამძლეობას გაგიზრდის (ჩაჯდომები, "პლანკა", აზიდვები...)
+ ყოველდღე არ ირბინო, რომ კუნთებმა აღდგენა მოახერხოს საკმარისად და კარგად და სწორად იკვებე
შედეგად, პროგრესი გექნება აუცილებლად. მსოფლიო ჩემპიონებიც კი ვერ დარბოდნენ ალბათ 2-3 კმ-ს როცა პირველად დაიწყეს, ასე რომ, არაფერია მაგაში განსაკუთრებული რამე.
angelochka_სირბილზე აი
libertad-ს რაც მივწერე, ეგ წაიკითხე.
დანარჩენი კიდევ, ჩაჯდომები და პრესი (აქაც ბევრი ვარიაცებია პრესის სხვადასხვა ნაწილების გასავარჯიშებლად, რომლებს აკეთებ?) იცი, აზიდვებიც დაამატე მაგას და ე.წ. პლანკაც.
პლანკას რამდენიმე ვარიაცია აქვს ასევე და ნახე მაგალითად აქ:
https://www.google.ge/search?q=plank+workou...QsAQIGQ#imgrc=_აირჩიე რომელიმე, თუნდაც პირველივე სურათზე რეებიცაა და აკეთე ეგენი. ვთქვათ პირველ დღეს 15-20 წამი თითო, მერე დაამატე ნელ-ნელა და ა.შ.
პატარა გირებსაც თუ იშოვნი, მსუბუქებს, კარგი იქნება, ნახევარი კილო, 1 კილო მაგალითად და ხელის კუნთებსაც გაავარჯიშებ.
გირებს თუ ვერ იშოვნი, თვითშემოქმედებაც შეიძლება - მაგალითად ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლებით

+ კვებას მიაქციე ყურადღება, გოგოებში განსაკუთრებით კვება მნიშვნელოვანია ძალიან კარგი ფორმების მისაღებად.
menina55რამდენი წლის ხარ?
მოიფიქრე რა ბენეფიტები გექნება სისტემატიური ვარჯიშით და დაგეხმარება ეგ.
მაგალითად, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ უბრალოდ ჯანმრთელობისთვის კარგია და სხვა ბენეფიტებს შევხედოთ, პირველ რიგში საკუთარ გარეგნულ ფორმებს დახვეწავ. ალბათ იშვიათია გოგო, რომელსაც თავისი გარეგნობა არ ადარდებდეს.
ან მაგალითად რამე ისეთი სურვილი არ გქონია, სადაც ცუდ ფიზიკურ ფორმას ხელი შეუშლია?
მოკლედ, იფიქრე იმაზე, რაში დაგეხმარება და გამოგადგება ვარჯიში, თორემ თუ ვერ იყენებს ადამიანი, ეგეთი არაფერი არ ვარგა და არაფერი არ უყვარს.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.