აგიხსნი ფიზიკურსაც და მენტალურ მხარესაც, ჩემს შემთხვევაში
შოკოლადი ძირითადად იმიტო მინდებოდა ხოლმე, რო სიგარეტის მოწევის შემდეგ ცუდი გემოს ჩატანა მინდოდა, განსაკუთრებით ღამე, როცა მოწევა უკვე ყველაზე აუტანელია. მაგ დროს ვჭამდი ხოლმე ბევრ შოკოლადს.
რაც აღარ ვეწევი თითქოს ავტომატურად გაქრა ეგ მოთხოვნა, იმიტო რო ერთMანეთზე გადაჯაჭვული ჩვევები იყო და სხვა სიტუაციაში თითქმის არ ვჭამდი შოკოლადს.
პურს რაც შეეხება, მაგაზეც მსგავსი რამ მომივიდა.
პური მიყვარდა იმ პონტში, რო ცხიმიან საჭმელში ჩააწობდი ბოლოს გემრიელად და მოასუფთავებდი თეფშს
ხოდა, ზეთიანს რო აღარ ვჭამ და აღარც კარაქიანს, შესაბამისად ვეღარც კარაქიან პურს ვჭამ და ვეღარც სალათის თეფშს ვერ ვასუფთავებ და პურის მოთხოვნაც უფრო და უფრო გამიქრა
თან ხლებცი მართLა საკაიფოა, ძაან მეგემრიელება. პროსტა ეგაა, რო ვერ მანაყრებს, მაგრამ ჯერ შეჩვევა უნდა რა.
რაც შეეხება მენტალურ მხარეს ისაა,
რო უბრალოდ მთლიანად შევცვალე ცხოვრების სტილი.
ბევრი ცდის შემდეგ მივხვდი, რო თუ სიგარეტის დანებება გინდა, პროსტა სიგარეტს არ უნდა დაანებო თავი,
უნდა ივარჯიშო, ოთახი რეგურალურად ალაგო, რამე საქმე გაიჩინო, სუ დაკავებული და პროდუქტიული იყო.
ჩემი ძველი ცხოვრების სტილიც ანალოგიურად იყო ერთMანეთზე გადაჯაჭვული ჩვევების ციკლი.
მოწევას მოყვებოდა ყავის დალევის სურვილი და ა.შ, მეტს აღარ დავწერ იმიტო რო ისინი უფრო ინტიმური რაღAცეებია და ოდესმე თუ ეწეოდი მიხვდები რას ვამბობ.
ასეა გახდომა და ვარჯიშიც რა.
ქმნი ახალ ცხოვრების სტილს, რომელიც ისევ იქნება ქვეცნობიერად და ინსტიქტურად მომართული ჩვევების ციკლი, ოღონდ ეს ჩვევები უფრო სასარგებლოა.
ჩვენს ტვინს არ შეუძლია ჩვევების გარეშე არსებობა და ამიტომაა საჭირო სანამ ცხოვრების სტილს შეცვლი კარგად დაგეგმო რას რითი ჩაანაცვლებ, როგორ გაუმკლავდები სხვადასხვა გამაღიზიანებელს ძველი ცხოვრებიდან და ა.შ
ჩემი რჩევა იქნება რაციონალურად შეხედო შენი ქმედებების პატერნებს და ძალიან გაგიმარტივდება ცვლილების გეგმის დასახვა.
პირველი ნაბიჯი იქნება ჩვევების ფსიქოლოგიის შესახებ ელემენტარული შთაბეჭდილების შექმნა და შენთან პარალელების გავლება:
http://jamesclear.com/three-steps-habit-changeმერე ზოგადად დამოკიდებულება რას ნიშნავს და როგორ გამოვლინდება დღევანდელ ყოველდღიურობაში
http://www.cracked.com/blog/7-creepy-ways-...ou-into-addict/არ მინდა ძაან დიდი პოსტი გამომივიდეს , ამიტო ამეებით მოვრჩები და თU ვერ გაიგე შევეცდები მარტივად აგიხსნა მერე.
რაც შეეხება კუნთების გარეშე გახდომას: კარგი დიეტა და იოგა
This post has been edited by Onise_okk on 18 Jun 2017, 15:53