PINGრთული ნახშირწყლებია: წიწიბურა, "პერლოვკა", ბრინჯი მუქი მოკლედ ფაფები.
ეს ის ნახშირწყლებია, რომელებიც არ იწვევენ ინსულინის მკვეთრ მატებას და ნელ ნელა სტაბილურად გამოიმუშავებენ მას -შეიძლება
მარტივი ნახშირწყლებია ყველანაირი შაქარი და შაქრის შემცვლელი პროდუქტი, თაფლი, ხილის უმრავლესება დ.ა.შ. ეს მარტივი ნახშირწყლები იწვევენ ინსულინის მკვეთრ მატებას და არ შეიძლება.
ეს არ შეიძლება (შესაბამისად ამოიღე ღამის კვებიდან, შენ რომ ჭამ საღამოს ხილს ამით ატორმუზებ ყველანაირ ცხიმის წვას ორგანიზმში, მაშინ როცა ეს დრო შეგიძლია ეფექტურად გამოიყენო მიიღო უცხიმო ხაჭო მაგალითად, ხორცი და კიტრი-პომიდორი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, ზოგი კეფირიო, ან მაწონიო, მე არ ვიცი, ბოლო დროს ვერიდები რძის პროდუქტებს, რეებს აღარ უმატებენ.
იდეალურია ჭამო ერთი ზომის პორციებით დღეში 4-5 ჯერ.
პორცია უნდა გაითვალო ისე, რომ 2.5 საათში მსუბუქი შიმშილის გრძნობა გქონდეს.
უნდა მიიღო საკმარისი მცენარეული ბოჭკო (ბოსტნეული და ასევე ჰერკულესი შეიცავს)
ასევე უნდა ჭამო ცილები:
1-1.5 გრამი ცილა 1 კგ წონაზე. ანუ თუ ხარ 90 კგ დღეში მაქსიმუმ 135 გრამი ცილა უნდა მიიღო (ცილის წონა სხვაა და ხორცის სხვა, ხორცი ნაწილობრივ შეიცავს ცხიმს ნაწილობრივ ცილას და ნაწილობრივ ნახშირწყლებსაც კი ოღონდ ძალიან ცოტას).
ისე უხეშად რომ ვტქვათ სადღაცას 135 გრამი ცილა რომ აკრიფო დღეში უნდა შეჭამო დაახლოებით 600 გრამი ხორცი (მაგრამ შენ ასევე შეჭამ ხაჭოს და კეფირს და სხვა პროდუქტებსაც)
მე ძალიან წამიღო ამ დათვლებმა თავიდან ტვინი, ამიტომ შევეშვი და თეფშზე თუ დევს 80 გრამი ხორცი ვუმატებ 100 გრამ ფაფას და ეგაა ჩემი ნორმა რომ მსუბუქად მშიოდეს 2.5 საათში.
შენ მეტი დაგჭირდება მე არც 90 კილო ვარ და არც კაცი.
ხოდა ამ ეტაპზე შენი მიზანია განსაზღვრო იმ პორციის ზომა, რომელიც გაშიებს 2.5 საათში
და ცოტა უფრო მეტი ფაფა დევს ვიდრე ხორცი.
დილით 9.00
ჭამ ჰერკულესს დაახლოებით 7-8 სუფრის კოვზი ჰერკულესი დაასხი წყალი ცხელი და 10 წუთში
მზადაა
შუადრეს 12.00
110 გრამი ხორცი მოხარშული (ხორცის ტიპი ცვალე ხშირად) და 130 გრამი ფაფა.
შუადრეს 15.00
110 გრამი ხორცი მოხარშული და 130 გრამი ფაფა.
საღამის 18.00
110 გრამი ხორცი მოხარშული ხორცი და ბოსტნეული რამდენიც გაგიხარდება უმი (კარტოფილი და მოხარშული წარხალი არ იგულისხმება)
ძილის წინ 2 საათით ადრე უცხიმო ხაჭო 150-200 გრამი ან კეფირი ან მოხარშული კვერცხის ცილა
როხა გაქვს ვარჯიში ცოტა ჩააჩოჩე ერთი კვება. გადაადგილე რამე კვება.
ბილიკი არაა საჭირო 30- წუთზე მეტი, მე საერთოდ გამოვრიცხე, და მიაწექი ანაერობულ ვარჯიშებს და ასევე ძალოვანს, რომ კუნთები არ დაწვა გახდომისას.
This post has been edited by Alfa_Omega on 4 Sep 2019, 20:08