თუ ინგლისურთან ნორმალურად ხარ, აჰა:
კუნთების თითოეული ჯგუფისთვის არის სულ მარტივი ვარიანტებიც და საკმაოდ რთულებიც, რომლებზეც მერე გადახვალ.
დაბალი ტურნიკის/ოთახის ორძელის მაგივრად შეგიძლია მაგიდა გამოიყენო.
აქ ხელის მოკიდების ორი ვარიანტია:
https://www.instagram.com/p/CAaYC7HJMH2/აქაც მესამე:
https://www.instagram.com/p/B-xEInvhcbx/ეს სკამებზე:
https://www.fitnessai.com/exercise/chair-pull-upმერე, რომ მოძლიერდები, მაღალი ტურნიკიც დაგჭირდება. კედელზე, კარის ჩარჩოში ან შვედურ კედელზე დასამაგრებელი, ან სულაც დასადგამი. გარეღაც შეგიძლია იარო, არის ზოგიერთ სკვერში ტურნიკები, ასევე უბნის ლურჯ-თეთრი ტრენაჟორების ნაწილს აქვს (უფრო ახალ დამონტაჟებულებს) კარკასის კონსტრუქციაში ერთი მრგვალი განივკვეთის რკინა სპეციალურად მაგისთვის, მაგრამ სახლში ჯობია გქონდეს, უფრო მოიცლი ხოლმე და არ დაგეზარება ამინდის ან რამის გამო. დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეძლებ აიწიო და პროგრესი უფრო დაჩქარდება.
This post has been edited by nor-test on 9 Mar 2026, 13:56