ორი ვარიანტია - იყიდო ბრენდული ან შენით მოამზადო სახლში, 2 წუთში ( მე სახლში მომზადებას ვემხრობი, უფრო იაფია, ნატურალური და არანაკლებ ეფექტური, თუ მეტად არა).
კარგი ბრენდული საშუალებები არ ღირს იაფი, ეს ორი ვიცი რომ ძალიან კარგია, პირველი განსაკუთრებით:
1) Danné Montague-King - Deep Pore Pure Cleanser - ფასი, ბოთლის ზომების მიხედვით: $29 / $68.50
http://m.beautyheaven.com.au/skin-care/acn...p-pore-cleanserამას ონლაინ ვერ იყიდი. თბილისში ზოგ სალონს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრს აქვს. ზუსტად ვიცი, რომ სალონ ჰეარჰაუსში ( სპორტის სასახლის უკან) აქვთ. საკონტაქტო ინფო:
https://m.facebook.com/hairhaus/about2) Estee Lauder Idealist Pore Minimizing Skin Refinisher
http://www.amazon.com/gp/aw/d/B0017OLMVE?p...3&robot_redir=1ეს პირდაპირ ამაზონზე იყიდება.
ახლა რაც შეეხება ბუნებრივებს:
1) ლიმონის წვენი და მინერალური წყალი (მაგალითად, ნაბეღლავი) -აიღე რამდენიმე ლიმონი, გახეხე პლასტმასის სახეხზე, გაწურე დოლბანდში, რამდენი წვენიც გამოვა, იმდენივე მინერალური წყალი დაამატე.
წაისვი დილით და სახის წმენდის შემდეგ ფორების დახურვის მიზნით. შეგიძლია გახვიდე სახლიდან ამის წასმის შემდეგ და მთელი დღით დაიტოვო სახეზე.
ეს ნაყენი უნდა შეინახო მაცივრის კარში, ძალიან გაცივებაც არ უხდება.
მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლიმონი ცხიმიან სახეს უფრო უხდება.
თუ მშრალი ან ნორმალური კანი გაქვთ, ყოველდღე წასმას უნდა მოერიდოთ
ლიმონი კარგად კრავს ფორებს, ასევე აუფერულებს მუქ ტალებს, რომლებიც გამონაყრის შემდეგ რჩება, თან არბილებს და აგლუვებს კანს. პატარა უსწორმასწორობებსაც ასწორებს, ცოტათი წიწკნის შეგრძნება გექნება წასმის შემდეგ.
2) კარგად ათქვიფე კვერცხის ცილა და 20 წვეთი ლიმონის წვენი. ფრთხილად გადაურიე. (შეგიძლია, დაამატო მესამედი კვერცხის გულიც, აუცილებელი არ არის. ორივე ვარიანტი სცადე და ნახე, რომელი უფრო მოგიხდება) წაისვი სახეზე (თვალის ირგვლივ არა), გაიჩერე 15 წუთი დ შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით და წაისვი მკვებავი კრემი (ამ ნიღაბს გააჩნია ე.წ. "ლიფტინგ" ეფექტიც).
3) პირველი ორი ყველაზე კარგია, თუმცა იმათმა თუ არ იმოქმედეს ეფექტურად შენზე, ეს მერე სცადე: გაიკეთე პომიდვრის ნიღაბი (თუ მგრძნობიარე სახის კანი გაქვს, მაშინ არ ღირს).
აიღე ორი მწიფე პომიდორი და გამოწურე. რბილობს დაუმატე 100 მლ რძე და რამდენიმე ხნით შედგი მაცივარში. ეს ცივი მასა დაიდე სახეზე 10 წუთი და მერე ჩამოიბანე თბილი წყლით.
4) ასევე კარგია, თუ სახეს გაიწმენდ ხოლმე ყინულის კუბიკებით. პირველ რიგში დამატენიანებელი ეფექტი აქვს და თან ძალიან უხდება ვისაც გაფართოებული სისხლ-ძარღვები აქვს სახეზე, ასევე ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს. განსაკუთრებით ზაფხულში კოსმეტიკური ყინულით მკურნალობა ძალიან კარგია.
ძალიან ბევრი სხვადასხვა მცენარის ნაყენი შეგიძლია გაყინო და ყველას განსხვავებული ეფექტი აქვს, ინტერნეტში შეგიძლია უამრავი რეცეპტი ნახო.
მე ეს მიხდება მაგალითად::
მაწონი უნდა გაყინო პატარა კუბიკებად, ჩადო დოლბანდში და წრიული მოძრაობით სახეზე წაისვა, სანამ ბოლომდე არ დადნება. დამატენიანებელი ეფექტიც აქვს, ფორებს კარგად კრავს და კაპილარების სისხლძარღვებს ავიწროვებს.
აუფ, რამდენი ვწერე, იმედია გამოგადგებათ
This post has been edited by Maria_ on 30 Sep 2014, 19:01