გამარჯობათ ულმაზესო გოგოებო შეიძლება გაგიკვირდეთ ბიჭი რო ვწერ ამ თემაში მაგრამ სიმსუქნემ სქესი არ იცის ვარ 22წლის 1.83 სანტიმეტრის წონის პრობლემა არასდროს არ მაწუხებდა მიუხედავათ იმისა როგორც ჩვენთან იტყვიან კაი პურის მჭამელი ვარ

ბავშობიდან ვარჯიშობ კერძოთ დაკავებული ვიყავი MMA გასაგებ ენაზე რო ვთქვათ ბრძოლა წესების გარეშე ესე უფრო ესმით ხალხს

1წლის წინ მოვყევი ავარიასი სერიოზულათ დავშავდი ამიტო ვარჯიში და ფიზიკური დაჭვირთვა აკრძალული მაქ ამ დროის განვალობაში მოვიმატე უაზროთ წონაში 100კილოს გადავცდი
2კვირის წინ დავიწყე დიეტა კერძოთ მივირთმევდი გრეჩიხას სოსის მოხარშულ კარტოფილს მაწონს და კვერცხს ვარი ვთქვი ასევე შაქარზე მარილზე და ცომეულობაზე ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ ვარ ამიტო მაგის პრობლემა არ მქონია შედეგი მქონდა კარგი 7 კილო ვიყავი დაკლებული ყოველ შემთხვევაში სასწორი მიჩვენებდა

ჩემი გამოთვლებით სადღაც მარტის ბოლომდე ან აპრილის შვა რიცხვებში დავიბრუნებდი ჩემს ძველ წონას მიზანი 75კილოა

2 დღის წინ ვიყავი ქორწილში დიეტის დაცვა არ გამოდიოდა მოკლეთ როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე კაი მამა პაპურათ დავლიე და მივირთვი
მეორე დღეს ავიწონე და ჰოი საოცრება 5 კილო დამიბრუნდა უკან ნეტა ესე ჩემი ფულები ბრუნდებოდეს

თავიდან სასწორ დავაბრალე მაგრამ შემოწმების შემდეგ აღმოჩდა რო სასწორი ნე პრიჩომ

მოკლეთ გაოგნებული ვარ ამისთვის ვიმწვალე ასე ერთ დღეში შესძლებელია ამდენის მომატება ? მთელი ცხოვრება დიეტაზე ხო არ ვიქნები რათქმა უნდა დიეტის შემდეგ სწორი კვების რეჟიმს დავიცავ მაგრამ არის სიტუაციები როცა მოგიწევს ცოტა გადაჭრბო ნორმას ეხლა რა მაინტერესებს როგორც ზემოთ ავღნიშნე შესაძლებელია თუ არა ერთი დღეში ამდენი კილოს მომატება ?

რავა ტყვილა მიმწვალია მაშვინ არადა ვარჯიშ ზაფხულამდი ვერ დავიწყებ მანამდე თუ არ გავხდი გადავირევი ადრე როცა კუნთებს ვუყრებდი ეხლა ღიპს ვხედავ საშინელება მძიმე წერტილების არ ყოფნა არ შეიმჩნიოთ

იმედია გაიგებთ რაც დავწერე და სწორ რჩევას მომცემთ