ექსპრეს-დიეტა15 (post #44305208)მოკლედ ეს პოსტი გახსოვთ ალბათ 13 აპრილისაა. კარგად დიეტა დავიწყე დაახლოებით 15 აპრილიდან. ნუ 15 მაისსაც უკვე მქონდა დაკლებული ანუ სადღაც ერთ თვეში დავაგდე წონა. 2 კვირა 15-იდან დასასვნებელად ვიყავი და ბევრ ვცურავდი ისეც ასე და დავდიოდი ფეხით ბევრს და ნაკლებს ვჭამდი. 2 კილო დავიკელი აქ რაც ჩამოვედი კიდე 3 კილო. ჯამში 5 კილო ერთ თვეში.
ესეიგი ძალიან ბევრი წავიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირ მკაცრ დიეტას აზრი არ აქვსო და საერთოდ დიეტა რასაც ქვია წლების განმავლობაში ბრუნდება წონა. წონის შენარჩუნება კიდე არაა 2-3 წელი თუნდაც წონის შენარჩუნებაა მთელი ცხოვრება. აზრი არ აქვს შეზღუდო რაღაც პერიოდი, მერე თუ გააგრძელებ ისევ ისეთ ძველ ჩვევებს ბევრი ჭამა არაა აუცილებელი უკან ბრუნდებაო.
http://www.fatnutritionist.com/index.php/w...iets-dont-work/დიდი სტატიაა მაგრამ ღირს წაკითხვად.
დიეტის მერე სკავებიც უფრო გემრიელი გეჩვენება, ტვინს გონია შიმშილის რეჟიმში იყო და უფრო მეტს გთხოვს და ამას აკეთებს ისე რომ საჭმელი თუნდაც უფრო გემრიელად გეჩვენებოდეს ადამიანს, მეტაბოლიზმი ნელდება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ შედეგები ვინ ფაქტიურად შიმშილობს ამ დიეტების მერე, ან ნელ-ნელა იკლებს და ცხოვრების წესს ცვლის.
ე გადავწყვიტე შევცვალო ჩემი ცხოვრების წესი. ფასტ ფუდის სრული ამოღება გადავწყვიტე ან იშვიათობამდე დაყვანა, ისეც არ ვეკარები ბევრს, ტკბილი წვენების საერთოდ ამოღება. შაქარსაც აღარ ვყრი ყავა და ჩაიში. საშინელი გემო აქვს და ვერ მივეჩვიე, მაგრამ მაინც არ ვშვები. უფრო მეტს ვმოძრაობ დავდივარ ფეხით და ა.შ. ეს ერთი კვირა კაი ჩავარდნა მაქვს ისე.
ასევე ვცდილობ ნაკლები ვჭამო ზოგადად. მინდა კუჭის ზომა შევამცირო და გამომდის. მე მასუქებდა ბევრი ულუფა საჭმელის და კიდე რასაც ვერ ვიაზრებდი პურს ვჭამდი მგონი ბევრს. ნუ სხვებთან შედარებით ცოტა იყო მაინც მაგრამ დიდი ულუფა საჭმელის ან ორი და მერე პური მამატებინებდა.
სულ ამოვიღე პური თეთრი რასაც ქვია. შავი ჭვავის პურს ვჭამ მზესუმზირით. ვცდილობ უფრო რთულ ნახშირწყელბს რასაც შეიცავს ისინი ვჭამო. მაკარონს, კარტოფილს და ბრინკს სულ ვერ ვიღებ რაციონიდან. მაშინ არაფერი არ უნდა ვჭამო, მაგრამ ეგენი რომ არის მაინც დავიკელი.
დღის პირველ ნახევარში ვცდილობ ასევე ნახშირწყლების მიღებას თუ გამომდის.
ხილს ვჭამ კიდე, მეტ ბოსტენულს და იმედი მაქვს შემდეგ თვეშიც დავდებ იგივე შედეგს თუ არა 1-2 კილოც რომ იყოს მაინც არ დავნებდები.
წყალსაც ვცდილობ ბევრი დავლიო.
ასე ვაპირებ კიდე მთელი ცხოვრება და მინდა ცხოვრების სტილი შევცვალო. მთლიანად კვების სტილი ასევე და მინდა უფრო ჯანსაღი რაღაცების კეთება ვისწავლო.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო
1.არანაირი ტკბილეული და ღმერთს მადლობა არ მიყვარდა მაინც. შაქარი სრულიად გამოვრიცხე თან რაც წავიკითხე რომ კიბოს უჯრედებს კვებავს.
2.თეთრი საფუარიანი პურო ჭვავის პურით ჩავანაცვე
3.ნაკლები პორიციის ჭამა
4.მეტი ხილი და ბოსტნეული.
5.წყალს ვაკონტროლებ რომ ბევრი დავლიო
6.მოძრაობა
3 დღეა დავიწყე ასევე ომეგას ტაბლეტების სმა.
იმედია შემდეგ თვეში კიდე დავდებ შედეგს. არ დანებდეთ გოგოებო ყველაფერი გამოგივათ

აი შეხედეთ ხალხო რამდენი შაქარი აქვს სასმელებს.
ამდენ შაქარს ჩაშიც ან ყავაშიც არ იყრით მგონი ხო?

This post has been edited by Nilse on 19 May 2015, 04:43