ჯანსაღზე ჯანსაღია :დ
ესეიგი თუ გადაწყვეტ წონაში კლებას და სასიკვდილო დიეტებს სჯობს დაივიწყო ეგ ყოველივე რადგან წონაში კლებით:
1. კარგავ ცხიმებთან ერთად კუნთოვან მასას + სითხეს და ამის ხარჯზე ილუზიას იქმნი რომ ხდები.
2. მეტაბოლიზმს (ანუ ნივთიერებათა ცვლას) ანელებ რის შედეგადაც დღეში მიღებული ძაან მცირე დოზით ნებისმიერი საკვები ცხიმებში მიდის.
3. როცა შიმშილობ და იმდენ კალორიას არ იღებ რამდენიც გეკუთვნის ერთი დღის განმავლობაში არამედ გაცილებით ცოტას, გეწყება თაბრუსხვევა.
___________________________________________________________
მოკლედ ჩემ მაგალითს დავწერ და უფრო ადვილი გასაგები იქნება.
ჩემი ერთი დღის კალორიული ნორმა არი 3100 კალორია, თავიდან როცა დიეტა დავიწყე არ ვარჯიშობდი და საღაც 2500 მდე იყო, როცა დიეტა დავიწყე არ ვიცოდი არაფერი ნორმალურ კვებაზე ცილებზე, ნახშირწყლებზე... და დღეში სადღაც ალბათ 1500 კალორიას ვიღებდი. დღეები იყო როცა 800 კალორიას ვიღებდი და შესაბამისად ძაან სუსტად ვგძნობდი თავს (ეს ჩამი გაუნათლებლობის ბრალი იყო) ხოდა ნელ ნელა ნეტში ახალ ახალ ინფოებს ვგებულობდი და მენიუს ვცვლიდი და ნელ ნელა კალორიულობას ვზრდიდი რადგან ორგანიზმი სტრესიდან ნელ ნელა გამომეყვანა. ერთბაშად რომ გადავსულიყავი ჩემ კალორიულ ნორმაზე ცხიმების მასა მომატებოდა.
მოკლედ ჩემი დღის რაციონი ასეთია
2 ცალი 0% ხაჭო
250გრამი ქათმის ფილე
200 გრამი წიწიბურა
2-3 მოხარშული კვერცხი
1 მაწონი(მარგო) + ბანანი (ეს ვარჯიშის შემდეგ 20 წუთის ინტერვალში)
ეს გადანაწილებული მაქვს და დღეში 4-5 ჯერ ვჭამ
კარგია თუ დღის განმავლობაში ანუ 6-7 საათამდე მოასწრებთ ძირითადი დღის რაციონის ათვისებას და საღამოს ”ლაითად” ჭამა.
ეს გეცოდინებათ მაგრამ მაინც დავწერ:
1.დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა ივახშმოთ კაროჩე რომ წახვალ დასაძინებლად ცარიელ კუჭს უნდა გძნობდე.
2. ვარჯიშამდე 2 საათით ადრე უნდა მიირთვათ საკვები კარგი იქნება თუ მძიმე გადასამუშავებელი არ იქნება კუჭისთვის. აქაც იგივე პრინციპია ვარჯიშს რომ იწყებ კუჭს თავისუფალს უნდა გძნობდე ოდნავი შიმშილის გძნობით.
წყალს რაც შეეხება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჭამის შემდეგ მინიმუმ 1 საათის შემდეგ. დღეში 2-3 ლიტრი.
მეტი არაფერი მახსენდება თუ რამე დაგაინტერესებთ აქ ვარ და რითიც შემიძლია დაგეხმარებით ^_^
სასწაული მაშინ ხდება როცა ადამიანი ყველაფერს გაიღებს ოცნებისთვის რომლის ასრულების არავის ჯერა